თუშიშვილმა დიუსელდორფის გრანდ სლემზე - ოქრო, ღვინიაშვილმა კი ბრინჯაო მოიგო [VIDEO]

AutoSharing Option
დიუსელდორფის გრანდ სლემზე ძიუდოში 100+ კგ წონით კატეგორიაში გურამ თუშიშვილმა ფინალში გერმანელი იოჰანეს ფრაი იპონით დაამარცხა.

თუშიშვილმა ფინალამდე პირველი წრე გამოტოვა, შემდეგ კი უზბეკი ალიშერ იუსუპოვი, ტაჯიკი შაკარმამად მირმამადოვი და კორეელი მინჯონ კიმი დაამარცხა.


90 კილოგრამ წონით კატეგორიაში ბექა ღვინიაშვილმა მესამე ადგილისთვის ბრძოლაში აზერბაიჯანელ მამადალი მეჰდიევს სძლია და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ღვინიაშვილმა იქამდე მეოთხედფინალი უზბეკ დავლატ ბობონოვთან წააგო, რეპეშაჟში კი ჩეხი დავიდ კლამერტი დაამარცხა.

ტურნირზე აგრეთვე ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) - ოქროს, ხოლო ვაჟა მარგველაშვილი
(66 კგ) ვერცხლის მედალს დაეუფლა.

საქართველოს ნაკრები გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილზე გავიდა - პირველი ადგილი იაპონიამ დაიკავა.


მკითხველის კომენტარები / 10 /
ცნობილია, რომ საოლიმპიადე ქულების გათამაშება მაისის ბოლომდეა. თუ გავითვალისწონებთ, რომ კორონავირუსის შიშით ბევრი შეჯიბრი აღარ იმართება, ამასთანავე ჯერჯერობით ტედი რინერს დღემდე საოლიმპიადე ქულა საერთოდ არ აქვს, გამოდის, რომ რინერმა შეიძლება ოლიმპიადაზე მოსახვედრი ქულები ვერ შეაგროვოს, თუ ვინმე იცის ამ შემთხვევაში რა მოხდება? გთხოვთ მიპასუხოთ.
ჟორა
20:02 07-03-2020
0
ვიმეორებ- ოლიმპიადისათვის თუ ბიჭები თავს გადადებენ და ფიზიკურ ძლიერ ს პ ე ც -მომზადებას გაივლიან (მაგ:როგორც რაგბისტები- თუნდაც სამხედროებთან და ამდაგვარი რაღაც...)- 3-4 ოქროს დ ა დ ე ბ ა შეიძლება თავისუფლად!!!
გლახუნა
14:45 24-02-2020
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული