ჭიდაობა

ძიუდო

თუშიშვილმა დიუსელდორფის გრანდ სლემზე - ოქრო, ღვინიაშვილმა კი ბრინჯაო მოიგო [VIDEO]

AutoSharing Option
დიუსელდორფის გრანდ სლემზე ძიუდოში 100+ კგ წონით კატეგორიაში გურამ თუშიშვილმა ფინალში გერმანელი იოჰანეს ფრაი იპონით დაამარცხა.

თუშიშვილმა ფინალამდე პირველი წრე გამოტოვა, შემდეგ კი უზბეკი ალიშერ იუსუპოვი, ტაჯიკი შაკარმამად მირმამადოვი და კორეელი მინჯონ კიმი დაამარცხა.


90 კილოგრამ წონით კატეგორიაში ბექა ღვინიაშვილმა მესამე ადგილისთვის ბრძოლაში აზერბაიჯანელ მამადალი მეჰდიევს სძლია და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ღვინიაშვილმა იქამდე მეოთხედფინალი უზბეკ დავლატ ბობონოვთან წააგო, რეპეშაჟში კი ჩეხი დავიდ კლამერტი დაამარცხა.

ტურნირზე აგრეთვე ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) - ოქროს, ხოლო ვაჟა მარგველაშვილი
(66 კგ) ვერცხლის მედალს დაეუფლა.

საქართველოს ნაკრები გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილზე გავიდა - პირველი ადგილი იაპონიამ დაიკავა.