ჭიდაობა

ძიუდო

ძიუდო ბრუნდება - ქართველები ბუდაპეშტში გაემგზავრნენ

AutoSharing Option
ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია პანდემიით გამოწვეული 8-თვიანი შესვენების შემდეგ მსოფლიო ტურის შეჯიბრებებს აგრძელებს.

23-25 ოქტომბერს ბუდაპეშტში გაიმართება უნგრეთის გრან სლემი, რომელიც COVID-19-თან დაკავშირებული მკაცრი რეგულაციებით ჩატარდება.

გრან სლემზე დაგეგმილია 69 ქვეყნის ძიუდოისტების ასპარეზობა. მათ შორის იქნებიან საქართველოს წარმომადგენლები:

ბაგრატ ნინიაშვილი (-66კგ);
ლაშა შავდათუაშვილი (-73კგ);
ფრიდონ გიგანი (-73კგ);
ავთანდილ ჭრიკიშვილი (-90კგ);
გელა ზაალიშვილი (+100კგ);
ლევან მათიაშვილი (+100კგ).


გრან სლემის პროგრამა კი ასეთია:

23 ოქტომბერი -60კგ, -66კგ;
24 ოქტომბერი -73კგ, -81კგ;
25 ოქტომბერი -90კგ, -100კგ, +100კგ.

უნგრეთში გამგზავრება ვერ მოახერხა 81 კგ-მდე კატეგორიაში მოასპარეზე ლაშა ბექაურმა, რომელსაც კორონავირუსი
დაუდასტურდა.

წყარო: facebook.com/GeorgianJudoFederation