8 მედალი და საქართველოს ნაკრების გუნდური პირველი ადგილი ევროპირველობაზე [VIDEO]

AutoSharing Option
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ხორვატიაში დასრულებულ ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატზე 8 მედალი (2 ოქრო, 2 ვერცხლი და 4 ბრინჯაო) მოიპოვა და გუნდური პირველი ადგილი დაიკავა.

ჩემპიონატის პირველ დღეს ვერცხლის მედალი თემურ ნოზაძემ (60 კგ) მოიპოვა, ხოლო ჯაბა პაპინაშვილი (60 კგ) და ბაგრატ ნინიაშვილი (66 კგ) ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ.

მეორე საჭიდაო დღეს ქართველმა ძიუდოისტებმა კიდევ 5 მედალი მოიპოვეს:

-81 კგ წონით კატეგორიაში ტატო გრიგალაშვილმა ფინალში შვეიცარიელი ლუკას ვიტვერი დაამარცხა და ჩემპიონი გახდა.

ამავე წონით კატეგორიაში ვლადიმერ ახალკაცმა იტალიელ ფალკონეს
იპონით მოუგო და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

ოქროს მედლის მფლობელი გახდა 90 კგ წონით კატეგორიაში ლუკა მაისურაძე, რომელმაც გადამწყვეტ ბრძოლაში რუსეთის წარმომადგენელ ეკუბჟონ ნაზიროვს ბოლო წამზე იპონით მოუგო.

100 კგ-მდე წონით კატეგორიაში ონისე სანებლიძემ ბრინჯაოს მედალი იპონით ფრანგი დევოს დამარცხებით მოიპოვა.

+100 წონით კატეგორიაში მოჭიდავე გელა ზაალიშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა. მან ფინალი უნგრელ რიჩარდ სიპოშთან წააგო.




მკითხველის კომენტარები / 1 /
გაგიმარჯოთ ჩვენო გმირო ძიუდოისტო ბიჭებო...ძალიან სასიამოვნო ფენომენია ამ უკუღმართ დროებაში რომელიც კამასუტრას ჯგუფური თავდავიწყების კალეიდესკოპს მოგვაგონებს გამუდმებულად ტვინში მოღიტინე კითხვით ეს აქ ვის დაკარგვია ან ვისი სიამოვნებისთვისაა ეს მიზანსცენები დადგმული...ისევ ცეკვა თამაში პარლამენტთან და მერე წუწაობა..მერე სიმღერა და ანეკდოტები..ერთი სიტყვით გულიაი ვასია.....ახლა კი დაუბრუნდეთ ჩვენ ჭედილების მომგებ ( იმედია ჭედილებზე მეტი დაიმსახურეს) ფალავნებს...კიდევ ერთხელ ეს ნამდვილად გმირობის ტოლფასია რაც ამ გუნდმა შეძლო ყველანაირად დაუწყობელი ქვეყნის გადამკიდე....აფერუმ ვაჟკაცებო... გუნდური პირველი ადგილი და თანაც ასე დამაჯერებლად!!!!! განვმეორდები ძიუდო დღესდღეობით მსოფლიოში ყველაზე პოპულარულია ინდივიდუალურ სახობებს შორის..ჩოგბურთის მერე მაგრამ ეს უკანასკნელი არანაირად არ მიეკუთვნება ფართო მასებისათვის მისაწვდომ სპორტს .....გამგები ადვილად გაიგებს....ჟურნალისტებო გთხოვთ მოგვაწოდეთ ამომწურავი ინფორმაცია თითოეულ სასიქადულო ახალგაძრდა ძიოდოისტზე მათ ოჯახებზე..აღმზდელებზე....მწვრთნელებზე..ექიმებზე ...მასაჟისტებზე...მომსახურე პერსონალზე....ერთი სიტყვით ყველაზე...აი ვისზე უნდა იწერებოდეს ულევი პუბლიკაციები ..გფარავდეთ ბუნების ძალა და თქვენს მარჯვენას გამარჯვება არ მოშლოდეს..ამინ!!!!!
ნუგზარ ნუცუბიძე
17:15 11-11-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული