ჭიდაობა

ძიუდო

8 მედალი და საქართველოს ნაკრების გუნდური პირველი ადგილი ევროპირველობაზე [VIDEO]

AutoSharing Option
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ხორვატიაში დასრულებულ ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატზე 8 მედალი (2 ოქრო, 2 ვერცხლი და 4 ბრინჯაო) მოიპოვა და გუნდური პირველი ადგილი დაიკავა.

ჩემპიონატის პირველ დღეს ვერცხლის მედალი თემურ ნოზაძემ (60 კგ) მოიპოვა, ხოლო ჯაბა პაპინაშვილი (60 კგ) და ბაგრატ ნინიაშვილი (66 კგ) ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ.

მეორე საჭიდაო დღეს ქართველმა ძიუდოისტებმა კიდევ 5 მედალი მოიპოვეს:

-81 კგ წონით კატეგორიაში ტატო გრიგალაშვილმა ფინალში შვეიცარიელი ლუკას ვიტვერი დაამარცხა და ჩემპიონი გახდა.

ამავე წონით კატეგორიაში ვლადიმერ ახალკაცმა იტალიელ ფალკონეს
იპონით მოუგო და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

ოქროს მედლის მფლობელი გახდა 90 კგ წონით კატეგორიაში ლუკა მაისურაძე, რომელმაც გადამწყვეტ ბრძოლაში რუსეთის წარმომადგენელ ეკუბჟონ ნაზიროვს ბოლო წამზე იპონით მოუგო.

100 კგ-მდე წონით კატეგორიაში ონისე სანებლიძემ ბრინჯაოს მედალი იპონით ფრანგი დევოს დამარცხებით მოიპოვა.

+100 წონით კატეგორიაში მოჭიდავე გელა ზაალიშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა. მან ფინალი უნგრელ რიჩარდ სიპოშთან წააგო.




ასევე დაგაინტერესებთ