ვაჟა მარგველაშვილიც მედლის გარეშე დარჩა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
პრაღაში მიმდინარე ძიუდოში ევროპის ჩემპიონატზე 66 კგ-მდე წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედლისათვის ბრძოლაში ვაჟა მარგველაშვილი მოლდოველ დენის ვიერუს შეხვდა, დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა და მეხუთე ადგილზე გავიდა.

დღეს წარუმატებლად იასპარეზეს ლუხუმ ჩხვიმიანმა (60 კგ), ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) და  ტატიანა ლევიცკა-შუკვანმა (52 კგ).

60 კილოგრამ წონითი კატეგორიის ფინალში რობერტ მშვიდობაძემ იაგო აბულაძე დაამარცხა. ორივე ძიუდოისტი რუსეთის წარმომადგენელია.

ხვალ პრაღის ტატამზე ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ), ლუკა მაისურაძე (81 კგ) და ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) გავლენ.

შეგახსენებთ, ევროპის ჩემპიონატი კორონავირუსის გამო რამდენჯერმე გადაიდო და
ახლა მიმდინარე ტურნირზე ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ქულები განაწილდება.



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული