ლიპარტელიანი, მატიაშვილი, თუშიშვილი და ღვინიაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებენ [VIDEO]

AutoSharing Option
პრაღაში დღეს სრულდება ევროპის ჩემპიონატი ძიუდოში. ვაჟთა შორის მედლები სამ წონით კატეგორიაში გათამაშდა, სადაც საქართველო ოთხი მოჭიდავით იყო წარმოდგენილი.

90 კგ-მდე ბექა ღვინიაშვილმა ჯერ ებრაელ ბლონდალს, შემდეგ პოლონელ შზეპნიაკს, ხოლო მეოთხედფინალში ნიდერლანდელ ვან ტ ენდს მოუგო, თანაც სამივეს წმინდად და უშანსოდ. ნახევარფინალში ბექას მეტოქედ გამოცდილი სერბი ნემანია მაიდოვი ხვდა და ორთაბრძოლის ბოლო წამებზე ვაზარით დამარცხდა. მესამე ადგილისათვის ღვინიაშვილის მეტოქე ესპანეთის სახელით მოჭიდავე ნიკოლოზ შერაზადიშვილი იქნება.


100 კგ-მდე ვარლამ ლიპარტელიანმა ბერძენი მალიაროპულოსი და გერმანელი ფრეი წმინდად დაამარცხა,
მეოთხედფინალში კი მეტად ძლიერ აზერბაიჯანელ გასიმოვთან ბრძოლა გოლდენ სკორში გადავიდა, სადაც მეტოქემ წინააღმდეგობა ვეღარ გაუწია და სამი გაფრთხილებით მოხსნეს. ნახევარფინალში ვარლამს მეტოქედ ისრაელის წარმომადგენელი პეტერ პალტჩიკი შეხვდა, რომელთან მეტად დრამატულ ორთაბრძოლაში დამარცხდა და ბრინჯაოს მედლისათვის პორტუგალიელ ფონსეკას დაეჭიდება.


+100 კგ-ში ლევან მათიაშვილი და გურამ თუშიშვილი ასპარეზობდნენ. ლევანმა 3-3 გაფრთხილებით ძალიან ძლიერი მოწინააღმდეგეები, ნიდერლანდელი მაიერი და ებრაელი სასონი დაამარცხა, ნახევარფინალში რუსეთის სახელით  მოასპარეზე ტამერლან ბაშაევს დაუპირისპირდა  და ორი ვაზარით წააგო.


გურამ თუშიშვილმაც ნახევარფინალამდე ორი გამარჯვება მოიპოვა, ორივე წმინდად, ჯერ რუმინელ კუნსაბოსთან, შემდეგ ნიდერლანდელ სპიიკერსთან და მეტოქედ ნახევარფინალში მასაც რუსეთის წარმომადგენელი ინალ ტასოევი ხვდა, რომლის ფანდს წამოეგო და იპონით დამარცხდა. ბრინჯაოს მედლისათვის თუშიშვილი ჩეხ კრპალეკს, ხოლო მათიაშვილი ავსტრიელ ჰეგის შეეტოქება.
მკითხველის კომენტარები / 11 /
წელს მსოფლიო უწევს?
gggg
21 ნოემბერი 2020 19:49
0
არა
გურამი
21 ნოემბერი 2020 20:09
0
აშკარაა - ნახევარფინალებისათვის უკვე ვეღარ სუნთქავდნენ - უვარჯიშობის ბრალია -,,დიხანია,, არ ყოფნით -უნდა ი ვ ა რ ჯ ი შ ო თ ბიჭებო მთელი 5 კი არა- 10 წუთით ჭიდაობისთვის თავისუფლად სუნთქავდნენ, ანუ სირბილი არის საჭირო, მარტო ძალით ვეღარ ვქაჩავთ ...მსოფლიოსათვის უნდა გავითვალისწინოთ და 2-3- მსოფლიო ჩემპიონი გვეყოლება, მერე ოლიმპიდა -მინიმუმ 2-! - ეს თავისუფლად შესაძლებელია!
გლახუნა
21 ნოემბერი 2020 18:49
1
ეხ. დავიღალე კიდევ მომოვლის იმედით. ესეთი ფორმით ოლიმპიადაზე არანაირი შანსი არ გვაქვს. თქვენს უკან თქვენი გულშემატკივრები და მთელი საქართველოა ხო იცით. სადაც ქართველები ჭიდაობენ ბაშაევის ნაირი დაგვაჯულების ფინალ საჭიდაო არ უნდა იყოს!
საქართველო
21 ნოემბერი 2020 18:27
1
იმარჯვებს თავმდაბალი,დაუზარელი და შრომისმოყვარე.სპორტში გარეგნობას მნიშვნელობა არა აქვს.
საქართველო-ს
22 ნოემბერი 2020 21:02
0
სამწუხაროდ ჭიდაობაშიც რეგრესი გვაქვს
Ramazs
21 ნოემბერი 2020 18:27
1
4 კაცი იყო ნახევარფინალში. სულ მცირე 2 ფინალში თუ ვერ გავიდოდა რას ვიფიქრებდი.
ძიუდო
21 ნოემბერი 2020 18:21
0
დამაწყვიტეს ნერვები, ერთმანეთის მიყოლებით გაშხლართეს ტატამზე. ოთხივემ ფიზიკური მოუმზადებლობის გამო დათმო. აშკარად გადაღლილები იყვნენ ნახევარფინალისთვის, თორემ ისეთი მეტოქე არავის ჰყავდა, პირველ-მეორე წრეში რომ ვერ დააიპონებდნენ. ამ პანდემიის დროს მაინც რას აკეთებდნენ ვარჯიშის გარდა. ლიპარტელიანისგან და თუშიშვილისგან გამიკვირდა განსაკუთრებით...
ცოტნე
21 ნოემბერი 2020 18:19
0
მთელი წელი ველოდები და მაინც გულდაწყვეტილი ვრჩები! კაით რა ჭიდაობას ვუყურებ თითქოს არ გჯობიან სხვები ჭიდაობით მაგრამ მაინც მარცხდებით! იმიტომ რომ უფრო კონცეტრილებულები არიან ჭიდაობისას? სიმართლე რომ ითქვას კალათაში ძალიან გაგვიმართლა ნახევარ ფინალამდე ისე მიხვედით რომ ძლიერი სპორცმენი არცერთს არ შეხვედრიათ ღვინიაშვილს თუ არ ჩავთვლით ვან ტედ ნოილთან.. გადიხართ ნახევარ ფინალში და პირველივე სერიოზულ მოწინააღმდეგესთან აგებთ! უზბეკეთიდან დაბრუნებულები არცერთი საერთოდ ფორმაში არ ხართ! იქ ეტყობა უფრო გართობა იყო ვიდრე სპარინგი და ვარჯიში. თუში საერთოდ აჩრდილია 100-იქით ძიუდოისტებსაც ძლივს მოუგო. მოკლეთ თქვენი ძალიან დიდი ბალეშიკი ვარ. და მინდა რომ ოლიიმპიადისთვის საუკეთესეო ფორმაში იყოთ და ეს მარცხები დავივიწყოთ.. წარმატებები ბიჭებო უფალი გფარავდეთ! ტატოს და ლუკას და ლაშას ვულოცავ მოგვიანებით ჩვენი დიდი იმედები ხართ!!
gulSematkivari!
21 ნოემბერი 2020 18:17
0
ბრინჯაოც კარგია, თუმცა ბიჭებისგან მეტს ველოდით.
რაღაც თარსი თვე გამოდგაქართული სპორტისთვის.
მხოლოდ ტატომ და ფეხბურთელმა გოგონებმა გაგვახარეს.
ILIA
21 ნოემბერი 2020 18:16
0
არადა თავიდან რა კარგად დაიწყეს. არაუშვას მთავარია ბრინჯაოები მაინც მოვიგოთ, წარმატებებ ბიჭებო
Dima
21 ნოემბერი 2020 18:12
4

სიახლეები პოპულარული