ევროპის ჩემპიონატზე ღვინიაშვილმა, თუშიშვილმა და მატიაშვილმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს [VIDEO]

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის დასკვნითი დღის საღამოს ბლოკში ოთხ ქართველ ძიუდოისტს მხოლოდ ბრინჯაოს მედლებისთვის მოუხდათ ბრძოლა.

90 კგ-მდე წონაში ბექა ღვინიაშვილი ესპანეთის სახელით გამოსულ ნიკოლოზ შერაზადიშვილს დაეჭიდა. ორთაბრძოლის ბოლოსკენ შერაზადიშვილმა ილეთი ბოლომდე ვერ მიიყვანა, რითაც ღვინიაშვილმა ისარგებლა და მეტოქე შებოჭა. ამ წონაში მეორე ბრინჯაო აზერბაიჯანელ მეჰდიევს ხვდა წილად. ჩემპიონი კი რუსი იგოლნიკოვი გახდა, ვინაც ფინალში სუფთად სერბ მაიდოვს მოუგო.

100 კგ-ში ვარლამ ლიპარტელიანის ვიზავი პორტუგალიელი ფონსეკა იყო. ჭიდაობა დამატებით დროში გადავიდა, ვარლამმა სამი გაფრთხილება მიიღო და წაგება
ჩაეთვალა. მეორე ბრინჯაო აზერბაიჯანელ კოცოიევს ხვდა წილად. ოქროს მედალი კი ებრაელმა  პალტჩიკმა მოიპოვა, ვინაც ფინალში რუსეთის სახელით გამოსულ არმან ადამიანს სძლია.

+100 კგ-ში გურამ თუშიშვილმა სულ რამდენიმე წამში ორი ვაზარი აუღო მასპინძელ კრპალეკს და ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა. ამავე წონაში მეორე ბრინჯაოსათვის ლევან მატიაშვილმა ზედ ბოლო წამზე იპონით დასცა ავსტრიელი ჰეგი. რუსულ ფინალში კი ტამერლან ბაშაევმა ინალ ტასოევს მოუგო და ჩემპიონი გახდა.

ამრიგად ევროპის ჩემპიონატიდან საქართველოს ნაკრები ერთი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ოთხი ბრინჯაოს მედლით ბრუნდება.

მკითხველის კომენტარები / 14 /
ძალიან ძლიერდება რუსეთის ნაკრები ძიუდოში. გადახედეთ ძიუდოს მოყვარულებო მათ სტატისტიკას. 81 კილოგრამში ავიღეთ ერთადერთი ოქრო - ამ წონაში რუსი არ იღებდა მონაწილეობას. ამის თქმით სულად არ ვაკნინებ გრიგალაშვილის წარმატებას. ძალიამ მაგარი ბიჭია და შესანიშნავად ჭიდაობს.
არ ვამბობ რომ აღებული მედლები წარუმატებლობაა, უბრალოდ ევროპაზე 1 ოქრო ცოტაა, თუ მომავალ ოლიმპიადაზე წარმატების მიღწევა გვინდა. იქ ხომ ევროპელების გარდა იაპონელებთან, კორეელბთან, მონღოლებთან, ბრაზილიელებთან და რა ვიცი კიდევ ვისთან არ მოგვიწევს.
გიორგი
00:03 23-11-2020
0
დადებითი იყო ის რომ 81-ში დიდი კონკურენცია გაჩნდა, რაც ვაკუუმი იყო ჭრიკიშვილის მერე. საოლიმპიადოდ გაჭირდება არჩევანის გაკეთება, გრიგალაშვილსაც და მაისურაძესაც შეუძლიათ ოქროს მოპოვება ოლიმპიადაზე.
აშკარად ეტყობოდათ ახალგაზრდულზე გამოსულ მოჭიდავეებს ფორმაში ყოფნა, ჩვენთანაც და სხვა გუნდებშიც. ტატოს და ლუკას გარდა, აბულაძემ, ტასოევმა, ბაშაევმა იქაც ფინალები იჭიდავეს. ზედა წონებშიარ გვაქვს კონკურენციის პრობლემა, რასაც მსუბუქში ვერ ვიტყოდით, თნ იქ იაპონელებიდა კორეელები ბრდღვნიან ყველაფერს. მარა მაინც, მთავრი გამოწვევა ფედერაციისთვის არის ქალთა ნაკრების სრულყოფა საოლიმპიადოდ. თუ შიგნით არ მოგვეპოვება რესურსი, ნატურალიზებაზე უნდა ვიმუშაოთ და ოლიმპიადაზე არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავრჩეთ გუნდურის გარეშე!
Irakli Apkhaidze
15:45 22-11-2020
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული