დიდი აღიარება - მსოფლიოში საუკეთესოებად ჩხვიმიანი და გრიგალაშვილი დაასახელეს!

AutoSharing Option
ლუხუმ ჩხვიმიანი და ტატო გრიგალაშვილი ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის გამოკითხვის გამარჯვებულები გახდნენ.

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ, ძიუდოს ფესტივალის ფარგლებში, ჩაატარა გამოკითხვა, სადაც გამარჯვებულები 2019-2020 წლების სეზონების მიხედვით ხუთ ნომინაციაში გულშემატკივართა გამოკითხვის შედეგად უნდა გამოვლენილიყო. თითოეულ ნომინაციაში წარდგენილი იყო ხუთი კანდიდატი. ორ ნომინაციაში წარდგენილნი იყვნენ ქართველი ძიუდოისტები: ლუხუმ ჩხვიმიანი „წლის საუკეთესო მამაკაცი ძიუდოისტის“ და ტატო გრიგალაშვილი „ამომავალი ვარსკვლავის“. ორივე მათგანი თავისი ნომინაციის გამარჯვებული გახდა.

ვულოცავთ ლუხუმს და ტატოს ამ გამარჯვებას და თავის ოპონენტებთან ტატამზე წარმატებას ვუსურვებთ. გულშემატკივრებს ძალიან დიდი მადლობა ქართველი ძიუდოისტების მხარდაჭერისთვის.

მომზადებულია gjf.ge-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 6 /
გილოცავთ!!! გაიხარეთ და კიდევ ბევრჯერ გაგვახარეთ!!! კიდევ ბევრ წარმატებებს გისურვებთ!!!
tngh
16:10 28-12-2020
0
დამდეგი ოლიმპიადის ოქროს მედალოსნები არიან ეს ხალხი!!!
კვარა
03:22 28-12-2020
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული