ჭიდაობა

ძიუდო

ერთბაშად 3 ქართველი ფინალში! თბილისის გრან-სლემი დიდებულად დაიწყო

AutoSharing Option
დღეს, 26 მარტს, თბილისის გრან-სლემი დაიწყო. პირველივე დღეს ქართველმა ძიუდოისტებმა შესანიშნავად იასპარეზეს და ფინალურ ბლოკში 3 ძიუდოისტი ოქროს მედლისთვის იჭიდავებს.

ეთერ ლიპარტელიანი შესანიშნავ ჭიდაობას განაგრძობს. ქართველი ქალბატონი 57 კგ წონითი კატეგორიის ფინალში კოსოვოს წარმომადგენელ ნორა გიაკოვას დაუპირისპირდება.

66 კილოგრამში ფინალს იჭიდავებს თემურ ნოზაძე, რომელმაც ტურნირი ერთი ამოსუნთქვით გაიარა. ოქროს მედლისთვის ქართველს უზბეკი კემრან ნურილაევი შეეწინააღმდეგება.

რაც შეეხება მე-3 ფინალისტს, ვაჟა მარგველაშვილი 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში უზბეკ სარდორ ნურილაევს შეხვდება.

ფინალური ბლოკი თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.