მარგველაშვილი ევროპის ჩემპიონატის ფინალშია [VIDEO]

AutoSharing Option
პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში მიმდინარე ძიუდოს ევროპის ჩემპიონატის პირველ საშეჯიბრო დღეს 66 კგ-მდე წონით კატეგორიაში ვაჟა მარგველაშვილმა ფინალში გასვლა მოახერხა.

ქართველ ფალავანს 1-ელ წრეში არ უჭიდავია, მეორე რაუნდში კი ესპანელ ადრიან ნიეტო ჩინაროს დაუპირისპირდა და მეტოქე იპონით დაამარცხა.

1/4-ფინალში ვაჟას მოწინააღმდეგე დჟმიტრი მინკო იყო, რომელიც ვაჟამ ესპანელის გზას გაუყენა.



1/2-ფინალში სერბ სტრაინია ბუნჩიჩს შეხვდა. ქართველს დიდი წინააღმდეგო ვერც სერბმა გაუწია და მარგველაშვილმა იპონით მოიგო.


ფინალში ვაჟა იტალიელ ლომბარდოს დაუპირისპირდება.

60 კგ-მდე წონით
კატეგორიაში მოასპარეზე თემურ ნოზაძე მეორე წრეში დამარცხდა და ევროპირველობას დაემშვიდობა. ამ წონაში წარმოშობით კიდევ ორი ქართველი მონაწილეობდა. საფრანგეთის სახელით მყოფი ლუკა მხეიძე ფინალში გავიდა, რუსეთის სახელით გამომსვლელი იაგო აბულაძე კი ბრინჯაოსთვის იჭიდავებს.

ქალთა შორის 52 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე მარიამ ჯანაშვილი და ტატიანა ლევიტსკა-შუკვანი ნაადრევად დამარცხდნენ, ეთერ ლიპარტელიანი (-57) კი ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს.
მკითხველის კომენტარები / 3 /
მარგველას მეოთხედფინალში მეტოქემ ვერა,მაგრამ მსაჯმა კი მაგარი წინააღმდეგობა გაუწია.ჯერ იყო და ორი გაფრთხილება,მეორე,Fაქტობრივად არაფერში(ჩემი აზრით)მისცა და აიძულა,სრული ტემპით ეჭიდავა.თითქმის წუთნახევარი,ამის შეჭამა,მეტოქე,მაგრამ მხოლოდ 5 წამით ადრეღა გააფრთხილა მეტოქე.დამატებითში ვაჟამ 17 წამში დააგდო მეტოქე,მაგრამ მართლაც დიდი ენერგია დაახარჯვინა მსაჯმა.თუმცა ნახევრფინალშიც ეჭვს არ იწვევდა,მისი უპირატესობა.მის გარდა,მხოლოდ ჯანაშვილის ორ და ლიპარტელიანის ბოლო ჭიდაობას ვუყურე,მხოლოდ,მაგრამ რა,ეთერის ჭიდაობის დროს,რეპეშაჟში,მონიტორს პატრონი არ ჰყავდა და სანამ ეთერი მეტოქეს,ბოჭავდა,მონიტორი,მხოლოდ მსაჯს გვათვალიერებინებდა.პრინციპში, მანამდეც სულ აცდენილი იყო მონიტორი,ჭიდაობის ხედებს.
სოსო
18:54 16-04-2021
0
ნოზაძეს სულ ასე რატო არ უმართლებს?
Nick
18:26 16-04-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული