ჭიდაობა

ძიუდო

მარგველაშვილი ევროპის ჩემპიონატის ფინალშია [VIDEO]

AutoSharing Option
პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში მიმდინარე ძიუდოს ევროპის ჩემპიონატის პირველ საშეჯიბრო დღეს 66 კგ-მდე წონით კატეგორიაში ვაჟა მარგველაშვილმა ფინალში გასვლა მოახერხა.

ქართველ ფალავანს 1-ელ წრეში არ უჭიდავია, მეორე რაუნდში კი ესპანელ ადრიან ნიეტო ჩინაროს დაუპირისპირდა და მეტოქე იპონით დაამარცხა.

1/4-ფინალში ვაჟას მოწინააღმდეგე დჟმიტრი მინკო იყო, რომელიც ვაჟამ ესპანელის გზას გაუყენა.



1/2-ფინალში სერბ სტრაინია ბუნჩიჩს შეხვდა. ქართველს დიდი წინააღმდეგო ვერც სერბმა გაუწია და მარგველაშვილმა იპონით მოიგო.


ფინალში ვაჟა იტალიელ ლომბარდოს დაუპირისპირდება.

60 კგ-მდე წონით
კატეგორიაში მოასპარეზე თემურ ნოზაძე მეორე წრეში დამარცხდა და ევროპირველობას დაემშვიდობა. ამ წონაში წარმოშობით კიდევ ორი ქართველი მონაწილეობდა. საფრანგეთის სახელით მყოფი ლუკა მხეიძე ფინალში გავიდა, რუსეთის სახელით გამომსვლელი იაგო აბულაძე კი ბრინჯაოსთვის იჭიდავებს.

ქალთა შორის 52 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე მარიამ ჯანაშვილი და ტატიანა ლევიტსკა-შუკვანი ნაადრევად დამარცხდნენ, ეთერ ლიპარტელიანი (-57) კი ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს.