თუშიშვილის ბრინჯაო და საქართველოს ნაკრების გუნდური პირველი ადგილი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლისაბონში ევროპის ჩემპიონატზე გურამ თუშიშვილმა (+100 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

თუშიშვილმა გადამწყვეტ ბრძოლაში ნიდერლანდელ როი მეიერს იპონით სძლია. იქამდე გურამმა თურქი ჯემალ ერდოღანი დ ებრაელი ორ სასონი დაამარცხა, ნახევარფინალი კი რუსეთის წარმომადგენელ ინალ ტასოევთან წააგო.

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა 1 ოქროს, 3 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და ვაჟთა შორის გუნდური პირველი ადგილი დაიკავა:

ოქრო - ლაშა ბექაური

ვერცხლი - ვაჟა მარგველაშვილი, ბექა ღვინიაშვილი, ვარლამ ლიპარტელიანი

ბრინჯაო - გურამ თუშიშვილი

მკითხველის კომენტარები / 4 /
ბიჭებო, მწვრთნელებო- ოლიმპიადისათვის გ ა ნ ს ა კ უ თ რ ე ბ ი თ ფიზიკურად, ძლიერი და მყარი გ ა მ ძ ლ ე ო ბ ი ს ა თ ვ ი ს მაგრად მოემზადეთ, სპეც- ფიზიკური მომზადება გაიარეთ და მარტო ძიუდოში მინიმუმ 4 ოლიმპიადის ოქროს დავდებთ ( აქაც 4 დაიდებოდა თავისუფლათ - გრიგალაშვილი რომ ყოფილიყო) . -ქართველობა უ ნ ი ჭ ი ე რ ე ს ი ერია : შემართება, ძ ა ლ ა, ტექნიკა - ჭიდაობის ცოდნა ბუნებრივად აქვს, მაგრამ ...ჩვენი მოწინააღმდეგეები სწორად მასზე აკეთებენ აქცეტს (განსაკუთრებით იაპონელები, რუსები ...იციან ძლიერი ენერგიის,ძალის, მაგრამ ცოტა ზარმაცები რომ ვართ) - როცა ბოლო წუთებში ქართველი მოჭიდავეები იღლებიან - გამძლეობის პრობლემით- მერე აძლიერებენ ზეწოლებს და ვ ე ღ ა რ ვუძლებთ , ამიტომ ... და თუ ამ პრობლემას მ ო ვ ხ ს ნ ი თ - ვიმეორებ ჭიდაობის ყ ვ ე ლ ა სახეობაში- მინიმუმ 3-4- ო ქ რ ო ს დავდებთ ოლიმპიადაზე...ანუ სერიოზული- სპეც- მომზადება გ ა მ ძ ლ ე ო ბ ი ს ა თ ვ ი ს , ფ ი ზ ი კ უ რ ა დ და ...მაგრად გაგვახარეთ მთელი ქართველობა- საქართველო.
გლახუნა
19 აპრილი 2021 12:44
1
სამწუხაროდ ბოლო დროს უფერულად გამოდის ლაშა შავდათუაშვილი. დიდი მადლობა მას, მაგრამ ვფიქრობ ოლიმპიადაზე სხვა, ახალგაზრდებიდან რომელიმე უნდა წავიდეს.
ჯუჯი
19 აპრილი 2021 11:24
1
ai eg icis qartulma goimobam da ampartavnebam. rineri ara kvaxi! vinc ar varjishobs , ver igebs. gautrakrs jurnaluatebma.
Gagi
19 აპრილი 2021 01:48
0
უახლეს წარსულში კი შემოგველანძღა ძიუდოს ხელმძღვანელობა არეულობების გამო, მაგრამ რასაც ეხლა ვხედავთ მხოლოდ დადებითი კუთხით შეიძლება განვიხილოთ. სულ 4 მილიონი ვართ და მთელ ევროპაში, პლუს ვეებერთელა რუსეთში ყველაზე მეტი მედალი გვაქვს. რაც მთავარია რამდენი ძალიან პერსპექტიული ახალგაზრდა წამოვიდა?! მედალი არ აუღია სულამანიძეს, მაგრამ ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა, ამ დროს სულ 19 წლისაა. მისი სახით ლიპოს კარგი შემცვლელი ეზრდება. დანარჩენი ორი წონა კი აშკარად ჩაგვივარდა. ქალებმა საკმაოდ კარგი ჭიდაობა აჩვენეს და ზრდა აქაც აშკარაა. მოკლედ გილოცავთ ყველას და ოლიმპიადაზე დიდი იმედებით უნდა ვიყოთ.
emigranti
19 აპრილი 2021 01:33
1

სიახლეები პოპულარული