ბექა ღვინიაშვილი მსოფლიოს ჩემპიონატიდან მოხსნეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ბექა ღვინიაშვილი უნგრეთში გამართული მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე წრეში ტურნირიდან აკრძალული ილეთის გამოყენებისთვის მოხსნეს.

თითქოს შეხვედრა ქართველის სასიკეთოდ მიმდინარეობდა, ბექაც შეხვედრას ვაზარით იგებდა, შემდეგ კი თავის სტილში მეტოქე აიტაცა და ტატამზე დაახეთქა, რაც თავიდან კიდევ ერთ ვაზარად, მაშასადამე, იპონად შეფასდა, თუმცა შემდგომ, როდესაც არბიტრებმა გდება კიდევ ერთხელ გაამეორეს, გამოჩნდა, რომ ბექამ მეტოქეს ფეხი ჩაუხვია, რაც წესებიდან ამოღებულია.

მისი შვეიცარიელი მეტოქე გროსკლაუსი კი ასპარეზობას განაგრძობს.



მკითხველის კომენტარები / 12 /
გაეუქმებინათ ის იპონი!!! რა იყო ეს, რა დასჯაა? მერე რისთვის? ბარემ დახვრეტაზეც ემსჯელათ...

ნაგვები!
SL
10 ივნისი 2021 14:24
6
დასანანი მარცხი... უყურადღებობის გამო. სამწუხაროდ, ეს ბექასთვის პირველი შემთხვევა არ არის...
tngh
10 ივნისი 2021 14:37
1
გუნდურ პირველობაში მეორე ვიქნებოდით იაპონიის შემდეგ და ეს ვერ აიტანეს, გუშინაც ტატოს მეტოქე, რომ გაეფრთხილებონად სხვაგვარად დამთავრდებოდა ყველაფერი,ქართველების სამწუხაროდ ბევრს შურს, რა გაეწყობა, ოლიმპიადაზე დავამტკიცოთ ჩვენი ძლიერება!!!
ლეო
10 ივნისი 2021 17:19
7
ბექას ამ არაფრის მაქნის შვეიცარიელთან ეს არ უნდა მოსვლოდა ეს რო ყოფილიყო ვიღაც იაპონელი მაშინ კი მარა აქ დამნაშავეა იმიტომ რომ ეს პირველად არ ხდება .
vova
10 ივნისი 2021 15:44
2
დასანანი მარცხია, მაგრამ, მნიშვნელობა არ აქვს, არაფრის მაქნისია თუ #1 ფალავანია - რაც წესებით აკრძალულია, არავისთან არ უნდა გამოიყენო.
ისე მაინც
10 ივნისი 2021 16:56
1
მინდა ბიჭებს და ლაშა გუჯეჯიანს მივნართო ეს რაც არი არი ოლიმპიადაზე კი გახსოვდეთ ყველა სადაო მომენტი ჩვენს წინააღმდეგ გადაწყდება ამიტომ მაქსიმუმი გააკეთეთ რომ მაქამდე არ მიხვიდეთ იაპონელები სავვარაუდოდ ბობას ამზადებენ ყველა წონაში ოქროს უმიზნებენ და საკუთარ თავებსაც და მსაჯებსაც და მოწინააღმდეგესაც უნდა აჯობოთ ეს იქნება ურტულესი ოლიმპიადა ჩვენი ძიუდოისტებისთვის ღმერთი თქვენსკენ და თქვენ ღმერთისკენ.
dato
10 ივნისი 2021 18:40
4
ძალიან სამწუხარო არის. უბრალოდ ეს არ არის პირველი შემთხვევა. წარმატებები ბექა, ოლიმპიადაზე ცალსახად ბექაური წავა.
joko
10 ივნისი 2021 15:05
1
რა სისულელეა!ვის მოუვიდა თავში,ამისი აკრძალვა?!
სოსო
10 ივნისი 2021 14:14
4
მოხსნა რა შუაში იყო?ვეთანხმები ზემოთ გამოთქმულ აზრს გაეუქმებინათ იპონი და შეხვედრა გაეგრძელებინათ,მაგრამ ძიუდოს მამები ყველანაირად ცდილობენ პატარა საქართველოს თავში ჩაარტყან,ასე ხშირადხდება სხვადასხვა ტურნირებზე,უსამართლო მსოფლიო.....
ნიანია ბაკურიანი
11 ივნისი 2021 09:17
4
მერამდენედ გხსნიან ბექა.უაზრო წესები არის ძალიან მაგრამ ასეთი უპირატესობა არ უნდა განიავდეს.დიდებული შანსი გქონდა ჩემპიონობისაც კი. და იმის დამტკიცებისაც რომ ამ წონაში არ დაკარგე პირველ ნომრობა,მაგრამ....უიღბლობა ვითომ?
master
10 ივნისი 2021 16:11
1
გაგიჟდება კაცი!!! რატომ არ შეიძლება ფეხის "ჩახვევა", რატომ?! ფეხზე ჩავლება ხომ აკრძალეს, მალე ხელზე ხელის მოკიდებასაც აკრძალავენ!
aburjga
10 ივნისი 2021 15:34
12

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული