სულამანიძემ და ლიპარტელიანმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს [VIDEO]

AutoSharing Option
ბუდაპეშტში, ძიუდოს მსოფლიოს ჩემპიონატზე, მეხუთე საშეჯიბრო დღეს ბრინჯაოს მედლები 100 კილოგრამ წონით კატეგორიაში ილია სულამანიძემ და ვარლამ ლიპარტელიანმა მოიპოვეს.

სულამანიძემ კანადელ შადი ელნაჰასის სძლია.

ლიპარტელიანმა ნიდერლანდელი მიხაელ კორელი დაამარცხა.


შეგახსენებთ, ტურნირზე ოქროს მედალი ლაშა შავდათუაშვილმა (73 კგ) მოიპოვა, ხოლო ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.

ხვალ ბუდაპეშტის ტატამზე გელა ზაალიშვილი (+100 კგ) და სოფიო სომხიშვილი (78 კგ) გავლენ.



მკითხველის კომენტარები / 4 /
ეს ჩემპიონატი საქართველოს ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერება... გილოცავთ ბიჭებო და გმადლობთ!!!
tngh
12 ივნისი 2021 16:01
0
ყოჩაღ ბიჭებო ლიპო და შავი უკვე შმდგარი ლეგენდები არიან . რაც შეეხება ოლიმპიადას იქ ალბათ დარწმუნებული ვარ იქნება უდიდესი ზეწოლა ყველასგან იაპონელები ძიუდოში ყველა ოქროს გეგმავენ და აბა თქვენ იცით ბიჭებო მარტო ფსიქოლოგიურ განწყობას მიხედეთ დანარჩენი არ გაკლიათ იცოდეთ მოგიწევთ იაპონელებთან და მსაჯებთან ბრძოლა და ამისთვის მოემზადეთ დღეიდან .მერე წუწუნი არ გავიგო ეს ხუმრობით.
dato
12 ივნისი 2021 11:09
0
არც ერთ წამყვან ქვეყანას უძლიერესი მოჭიდავეები არ წაუყვანია ოლიმპიადისთვის ამზადებენ. ღმერთმა ქნას ვცდებოდე მაგრამ ბიჭები ოლიმპიადას როგორ ფორმაში შეხვდებიან.
დიმა
12 ივნისი 2021 10:58
4
მაგრები ხართ ბიჭებო!ოქრო იაპონიაში.
სოსო
11 ივნისი 2021 22:01
0

სიახლეები პოპულარული