მხეიძეს ოლიმპიადაზე მედლის მოპოვება საფრანგეთის პრეზიდენტმა მიულოცა

AutoSharing Option
საფრანგეთს ტოკიოს ოლიმპიადაზე პირველი მედალი ქართველმა ძიუდოისტმა ლუკა მხეიძემ (60 კგ) მოუპოვა.

მხეიძემ სამხრეთკორეელ ჯინ ვონ კიმს იპონით სძლია და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა. მას წარმატება საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მიულოცა.

"ოლიმპიური თამაშები დიდებული ადამიანური ისტორიებია. საქართველოში დაბადებულმა ლუკა მხეიძემ, რომელიც 2015 წლიდან საფრანგეთის მოქალაქეა, ახლახან მოიპოვა ტოკიოში პირველი ფრანგული მედალი. ქვეყანა, რომელიც მან აირჩია, მისით ამაყობს" - წერს მაკრონი "ტვიტერზე".

მკითხველის კომენტარები / 11 /
არ მესმის რატომ არის საამაყო, ქართველი სხვა ქვეყნის სახელით რომ იგებს, განსაკუთრებით რუსეთის სახელით. ყველას აქვს თავისი აზრი და მე ჩემსას ვაფიქსირებ.ნამდვილად არ იწვევს თანაგრძნობას
: )))))))
25 ივლისი 2021 01:11
36
თუ ჩვენთან ნაკრებში მოხვედრის შანსი არ აქვს , ამ შემთხვევაში გამართრთლებულია სხვა ქვეყანაში წავიდეს , ნუ რუსეთში არა სხვაგან , ეგეთ ქართველს ყოველთვის ვგულშემატკივრობ. სულ სხვა თემაა , თუ ნაკრებში მოხვედრის შანსი აქვს და მაგ შრმთვევაში წავა სხვაგან , ეგეთ ქართველს არასოდეს ვუგულშრმატკივრებ,რასგან ეგ ღალატია სსკუთარი ხალხის, სპორტის თემაში, აი მაგალითად ჯარჯი ზვიადაურს , იგივე ილიას ილიადისისთვის არასოდეს მიგულშემატკივრია
ლაშა 19
25 ივლისი 2021 17:12
0
დიდებული მილოცვაა მაკრონის მხრიდან. როგორ მინდა საქართველოს მთავრობაში ესეთი ძლიერი პოლიტიკოსები იყვნენ(((((
dimo
25 ივლისი 2021 00:27
21
ნუ რატო უნდა ვაგინოთ,ალბათ კონკურენციას ვერ გაუძლო,წავიდა საფრანგეთში,გაიქაჩა და მედალი დადო,სჯობია არასამრთლიან მსაჯობაზე მოითხოვოს ოლიპმიურმა კომიტეტმა პასუხი,ამ კაცს კი წარმატებებს ვუსურვებ ყველა მეტოქესთან ქართველების გარდა
გულშემატკივარი
25 ივლისი 2021 00:13
1
12 წლიდან საფრანგეთში ცხოვრობს კონკურენცია არაა შუაშია.
..
25 ივლისი 2021 14:23
2
ყველგან ესეა, უპატრონო ეკლესიას ეშმაკები ეპატრონებიან.
კ ო მ ბ ლ ე
24 ივლისი 2021 22:51
2
ვულოცავ და მეამაყება რომ ქართველებმა ოლიმპიადაზე 60 კგ-ში ოთხი ქვეყალა წარადგინეს. ეს ამბავი გინესის რეკორდების წიგნშია შესატანი. დასანანი კი ისაა რომ, მხოლოდ ერთი ბრინჯაო მოიპოვეს. მოუთმენლად ველი გაისის მსოფლიო ჩემპიონატს, ამათ აბულაძე რომ დაემატება, ნახეთ რა საქმე დაატრიალონ.
ჟორა გაბრიჭიძე
24 ივლისი 2021 22:26
6
სირცხვილია რა ტაკატოომ ფაქტიურად გდების გარეშე იჩემპიონა.ტფუ
hhh
24 ივლისი 2021 22:20
1
რატო არ აგინებთ
გრიგოლი1408
24 ივლისი 2021 22:07
9
რატომ უნდა ვაგინოთ.სადაც ცხოვრობს,იმ ქვეყნის სახელით ასპარეზობდა.საქართველოში კი,მის წონაში სხვა ქართველს მიეცა შანსი ოლიმპიადაზე მედლის მოპოვების.
ელგუჯა
25 ივლისი 2021 13:53
1
რომ ოკუპანტი ღორისტანის დროშისა და ჰიმნის ქვეშ არ დგას,რუსოფილო!!!
იმიტომ
24 ივლისი 2021 23:50
8

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული