ჭიდაობა

ძიუდო

მხეიძეს ოლიმპიადაზე მედლის მოპოვება საფრანგეთის პრეზიდენტმა მიულოცა

AutoSharing Option
საფრანგეთს ტოკიოს ოლიმპიადაზე პირველი მედალი ქართველმა ძიუდოისტმა ლუკა მხეიძემ (60 კგ) მოუპოვა.

მხეიძემ სამხრეთკორეელ ჯინ ვონ კიმს იპონით სძლია და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა. მას წარმატება საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მიულოცა.

"ოლიმპიური თამაშები დიდებული ადამიანური ისტორიებია. საქართველოში დაბადებულმა ლუკა მხეიძემ, რომელიც 2015 წლიდან საფრანგეთის მოქალაქეა, ახლახან მოიპოვა ტოკიოში პირველი ფრანგული მედალი. ქვეყანა, რომელიც მან აირჩია, მისით ამაყობს" - წერს მაკრონი "ტვიტერზე".

ასევე დაგაინტერესებთ