ლიპარტელიანი ბრინჯაოსთვის დამარცხდა და უმედლოდ დარჩა

AutoSharing Option
ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადაზე დღეს, 26 ივლისს, ძიუდოს დაპირისპირებები გაგრძელდა. ეთერ ლიპარტელიანი (-57) ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში იაპონელ ცუკასა იოშიდასთან დამარცხდა.

ქართველმა სპორტსმენმა პირველ ეტაპზე ანგოლელ დიასონემა მუკუნგუის მარტივად, იპონით სძლია, მერვედფინალში კი გერმანელ ტერეზა შატილს აჯობა - შეხვედრის დასრულებამდე 11 წამი რჩებოდა, როცა მშვენიერი გდება გაუკეთა.

ლიპარტელიანი მეოთხედფინალში ფრანგ ლეონი სარა სისიკესთან დასანანად დამარცხდა. ქართველი სპორტსმენი ვაზარით იგებდა და აქტიურიც იყო, საბოლოოდ კი დამატებით დროში მეტოქემ მაინც აჯობა.

ეთერმა რეპეშაჟში პოლონელი იულია კოვალჩიკი დაამარცხა. მასთან შეხვედრა ძალიან დრამატული გამოდგა და დამატებით დროში გადავიდა.
ქართველ ძიუდოისტს 2 გაფრთხილება ჰქონდა, მაგრამ გამარჯვების მომტანი ილეთი შეასრულა. 

რაც შეეხება ლაშა შავდათუაშვილს (-73), ის ფინალში იაპონელ შოჰეი ონოს წინააღმდეგ იასპარეზებს.

altმარგველაშვილმა ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა [VIDEO]

altძიუდოში მეორე დღე უიღბლოდ დავიწყეთ

მკითხველის კომენტარები / 5 /
რა თქმა უნდა, მედალს სხვა ხიბლი აქვს, მაგრამ ის შემართება, ბრძოლის ჟინი და ავტორიტეტებთან ასე თამამი ჭიდაობა იმედს გვაძლევს, რომ ეთერი მსოფლიო ქალთა ძიუდოს ვარსკვლავად ყალიბდება. ტიტულები კი შრომისმოყვარე ადამიანს ვერსად გაექცევა.
ჟორა გაბრიჭიძე
18:10 26-07-2021
0
ასე პროგრესი განაგრძე და შედეგი აუცილებლად იქნება!
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული