შავდათუაშვილი ფინალში დამარცხდა, მაგრამ უნიკალური მოვლენის ავტორია!

AutoSharing Option
ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადაზე დღეს, 26 ივლისს, -73 კილოგრამ წონით კატეგორიაში ლაშა შავდათუაშვილი ოლიმპიადის ფინალში დამარცხდა - ქართველი სპორტსმენი გადამწყვეტ შეხვედრაში  მოქმედ ჩემპიონ, იაპონელ შოჰეი ონოს დაუპირისპირდა და ვერცხლის მედალი მოიპოვა.

შეხვედრა ძალიან დაძაბული და ემოციებით სავსე გამოდგა. არბიტრს, დამატებით დროში, იაპონელი ძიუდოისტისთვის მესამე გაფრთხილების მიცემაც შეეძლო, რაც ლაშას გამარჯვებას ნიშნავდა. შემდეგ კი ონომ მომგებიანი ილეთის გაკეთება შეძლო.

შავდათუაშვილი პირველ წრეში ისვენებდა, მეორეში კი ფრანგ გილიომ ჩაინესთან საკმაოდ დამაჯერებლად და ლამაზ სტილში იმარჯვა - ვაზარი მოიპოვა.

მერვედფინალში ქართველი სპორტსმენი ჯიბუტის
წარმომადგენელ ადამ ალექსანდრ ჰუსეინს უპირისპირდებოდა და ისიც ვაზარით დაამარცხა, მეოთხედფინალში კი კანადელ არტურ მარგელიდონს დამატებით დროში, იპონით აჯობა.

ნახევარფინალში ლაშამ 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონი, სამხრეთკორეელი ჩანგრიმ ანი გაფრთხილებებით დაამარცხა და ფინალში გავიდა.

შავდათუაშვილმა მესამე ოლიმპიური მედალი მოიპოვა, რაც დამოუკიდებელი ქართული სპორტის ისტორიაში უნიკალური მოვლენაა. მოგეხსენებათ, შავდათუაშვილი გასული ოლიმპიადის  ბრინჯაოს პრიზიორია, 2012 წელს კი ოქროს მედალი მოიპოვა. ისიც კარგად იცით, რომ  ქართველი სპორტსმენი მსოფლიო ჩემპიონია.

 

altეთერ ლიპარტელიანი ბრინჯაოსთვის იაპონელთან იჭიდავებს [VIDEO]







მკითხველის კომენტარები / 38 /
ლაშა შავდათუაშვილი არის მსოფლიო მაშტაბით ძიუდოს ლეგენდა ცოცხალი. ჯერ მარტო იმიტომ , რომ ოლიმპიური ოქროს შემდეგ ვარჯიში გააგრძელა, არ დაკმაყოფილდა მიღწეული შედეგით რასაც სამწუხაროდ ბევრი ქართველი მოჭიდავე აკეთებს ხოლმე. მადლობა ლაშა ამდენჯერ რო ასახელი ჩვენი ერი
ლაშა 19
27 ივლისი 2021 14:16
2
ლაშა შავდათუაშვილი არის საქართველოს სიამაყე!!! ფინალში რომ გავიდა,ტანში ჟრუანტელმა დამიარა, ცრემლი მომერია.ხუმრობა საქმე ხომ არაა, კაცმა 3 ოლიმპიადაზე მიიღო მონაწილეობა და სამივე შემთხვევაში ქვეყანას 3 მედალი მოუტანა, მან მედლების სრული მომპლექტი შექმნა.უნიკალური შემთხვევა და ვულოცავ ამ მიღწევას სრულიად საქართველოს.
ერთი რამ მინდა კიდევ დავამატო: სარეკლამო ბილბორდები რომ აჭრელებულია ამა თუ უსახური რეკლამებით, ასეთი ხალხის სურათებიც უნდა იყოს ასეთ ბილბორდებზე გაკრული საქართველოს ყველა ქალაქში, რათა მომავალმა თაობამ ნახოს რომ რა შეუძლია სპორტს.ეს იქნება ძალიან მაგარი,პიარი.იმედია ვინმე დაფიქრდება ამ საკითხით.
ქობულეთიდან
27 ივლისი 2021 11:28
3
Yoveltvis mjeroda rom tavis gasaketebels gaaketebda madloba brzolistvis tavdadebistvis da samshoblos siyvarulistvis warmatebebs gisurveb momavalshic bevrjer gagexarebinos ojaxi da samshoblo ise mgoni jobda tavidanve gariskva onos msajebi rom miexmarebodnen tavidanve cxadi iyo amitom jobda tavidanve gariskva
Kaxa
27 ივლისი 2021 05:37
1
ყოჩაღ შავიიიი...ამას კი ვერ წარმოვიდგენდი თუ ონოს ვინმე ათრევდა....ერთი აქტიურობა უნდოდა ლაშას და ოქრო ჩვენი იყო...ორად ორი მცდელობა ჰქონდა ონოს,მხოლოდ მცდელობა...შავი უძლიერესი ხარ!
jordan beli
26 ივლისი 2021 23:19
1
წარმოვიდგინე,ზემძიმე წონაში ტამერლან ბაშაევმა რომ მოუგოს უზარმაზარ ტედი რინერს,რა ამბავი იქნება ჩეჩნეთში. :)
რევაზი
26 ივლისი 2021 21:53
2
ლაშა არის ლეგენდა ქართულ და მსოფლიო ძიუდოში . ონო კი რაღაც ალბათ უფრო მეტი ადამიანი ავტომატიკა .
sosia
26 ივლისი 2021 18:21
0
მეტოქეზეც ვთქვათ-ასეთი თავდაჯერებული მონაწილე სპორტის არცერთ სახეობაში არ მინახავს-ადვილად კი არა ძლივს მოიგო,მაგრამ მაინც იგრძნობოდა რო საკუთარ გამარჯვებაში ოდნავი ეჭვიც არ შეპარვია და არც ოლიმპიური ოქროზე უცეკვავს იაპონური ლეზგინკა.მშვიდად დადო შედეგი.
მე სპეციალისტი არა ვარ,მაგრამ მომავალ ჩემპიონებს ასეთ მაგალითებზე უნდა ზრდიდნენ მგონია
Levani
26 ივლისი 2021 18:07
0
ვულოცავ ლაშას მედალს და ბრწყინვალე ჭიდაობას. ხომ გახსოვთ 10 წლის დაუმარცხებელი რინერი? შარშან საერთაშორისო ტურნირზე ის იაპონელმა დაამარცხა, შემდეგ კი შიდა ტურნირზედაც დამარცხდა, რადგან გაიგეს, რომ ის დაუმარცხებელი არ არის. მე არ გამიკვირდება, რომ მან ეს ოლიმპიადა წააგოს. ლაშასთან ფინალის შემდეგ ონოც რიგითი მოჭიდავე გახდა, რომელთან ჭიდაობაც შეიძლება და მისი დამარცხებაც. ასე, რომ ლაშამ დიდად შეარყია ონოს დაუმარცხებლის სტატუსი და შემდეგ ტურნირზე თუ დამარცხდება, არ გაგიკვირდეთ.
ჟორა გაბრიჭიძე
26 ივლისი 2021 17:54
3
ლაშა შავდათუაშვილის მიღწევა მართლაც რომ უნიკალურია! ვულოცავ მას და ვულოცავ საქართველოს! ისე, ყველაზე დიდი და განუმეორებელი არის ვიქტორ სანეევი, სამგზის ოლემპიადის გამარჯვებული და მეთხედ ვერცხლის მედალოსანი!
aburjga
26 ივლისი 2021 17:50
0
ყოჩაღ ლაშას , ეთოს, ვაჟას და ყველას. ლაშა მომავალ ოლიმპიადაზე ერთ ერთი ფავორიტია როგორც ვაჟა და სხვები. ბრძოლით მოპოვებული ვერცხლი ოქროზე მეტს ფასობს იომა 10 წუთი რასაც ქვია. ისედაც გარანტირებული ქონდა ვერცხლი მაგრამ კი ვნახეთ რა ომიც გადაიხადა და შეაკლა თავი ფაქტიურად , ამიტომაა დასაფასებელი და სამაგალითო ეს ბიჭი. წარმატებები ჩვენს ოლიმპიელებს.
ქართველი
26 ივლისი 2021 17:12
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული