ჭიდაობა

ძიუდო

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია ფინალის შემდეგ ემოციებს ვერ მალავს

AutoSharing Option
ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის "ფეისბუქგვერდი" ლაშა შავდათუაშვილისა და შოჰეი ონოს ფინალური დაპირისპირების შემდეგ ორივე ძიუდოისტს საჯაროდ აქებს.

"ონომ ეს კიდევ ერთხელ შეძლო, ძიუდოს ორ ლეგენდას შორის გასაოცარი ბრძოლა წარიმართა. შოჰეიმ დამატებით დროში სასაე ცურიკომი აშის ილეთით 9-წუთიან თრილერში იმარჯვა და კარიერაში მეორე ოლიმპიურ ოქროს დაეუფლა.

ლაშა შავდათუაშვილმა შესანიშნავად იჭიდავა და სახლში მე-3 ოლიმპიური მედლით წავიდა. ის ახლა ყველა სინჯის ჯილდოს ფლობს - 1 ოქრო (2012 წელს), ვერცხლი (2021) და ბრინჯაო (2016).

ვულოცავთ ორივე ძიუდოისტს შესანიშნავ ასპარეზობას" - წერს "ფეისბუქგვერდი".

ასევე დაგაინტერესებთ