ჭიდაობა

ძიუდო

სამწუხაროდ, გრიგალაშვილი ოლიმპიადაზე უმედლოდ დარჩა

AutoSharing Option
დღეს, 27 ივლისს, 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებში საქმეში -81 კილოგრამის წონის ძიუდოისტები ჩაერთნენ. საქართველოს სახელით ტატამზე ტატო გრიგალაშვილი (რეიტინგის მე-3 ნომერი) წარდგა და სამწუხაროდ, მედლის გარეშე დარჩა.

ტატომ პირველი რაუნდი გამოტოვა, მეორე წრეში კი ტაჯიკ მუროდოვს დაუპირისპირდა და მარტივად, მტკივნეული ილეთით იმარჯვა. 24 წამის გასვლის შემდეგ ქართველი ძიუდოისტი ვაზარით დაწინაურდა, ეს უპირატესობა კი ხელიდან არც გაუშვია. ძირითადი დროის დასრულებამდე 1:31 წამით ადრე კი ტატომ მეტოქე მტკივნეული ილეთით დაამარცხა.

მერვედფინალში ტატო მსოფლიო რეიტინგის 29-ე ნომერს, სამხრეთკორეელ ლი სუნღოს დაუპირისპირდა. გრიგალაშვილმა
შეხვედრა აქტიურად დაიწყო, შეხვედრის დასრულებამდე 1 წუთისა და 44 წამით ადრე ქართველმა მეტოქე სუფთა გდებით დაამარცხა.

ნახევარფინალში გასასვლელად ტატოს მეტოქე მონღოლი საეიდ მოლაეი იყო. გრიგალაშვილმა დასაწყისშივე ვაზარი მოიპოვა, თუმცა მეტოქემ მალევე გაუთანაბრა, ცოტა ხანში კი, გარკვეული თათბირის შემდეგ, არბიტრებმა მონღოლ სპორტსმენს მეორე ვაზარი მისცეს, რაც უკვე მოლაეის გამარჯვებას ნიშნავდა.

ქართველი ძიუდოისტი მეოთხედფინალში დამარცხდა და რეპეშაჟში გადაერთო, უზბეკ შაროფიდან ბოლტაბაევს სძლია და ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში ბელგიელ მატიას კასესთან დამარცხდა...

ასევე დაგაინტერესებთ