"ზურა ექიმო, პირობა შესრულებულია!" - კახაბრიშვილის ცრემლები

AutoSharing Option
-90 კგ წონით კატეგორიაში ძიუდოისტ ლაშა ბექაურის ოლიმპიადის ფინალში გასვლის შემდეგ "საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაცია" საქართველოს ოლიმპიური ნაკრების ექიმ ზურაბ კახაბრიშვილის აცრემლებულ ფოტოს აქვეყნებს და ამაღელვებულ ტექსტს ურთავს:

"ზურაბ კახაბრიშვილი ლაშა ბექაურის ფინალში გასვლის შემდეგ!

ეს სიხარულის ცრემლებია, ბევრი თეთრად გათენებული ღამის შემდეგ, რომელიც ლაშას უმძიმეს ტრავმას მოჰყვა!

კახაბრიშვილმა პირობა დადო, რომ ის ქართველი ფალავნის წარმატების მისაღწევად ყველაფერს გააკეთებდა!

ოლიმპიური ნაკრების მთავარმა ექიმმა სიტყვა შეასრულა!

ამ ერთ ფოტოშია გადმოცემული დღევანდელი დღე!

მადლობა, ზურა ექიმო, პირობა შესრულებულია!"

შეგახსენებთ, ლაშა ბექაურმა ტრავმა
მსოფლიო ჩემპიონატის გუნდური ასპარეზობისას მიიღო, თუმცა ოლიმპიადამდე მოკლე დროში სპორტსმენის ჩვეულ ფორმაში შესვლა მოხერხდა.

კახაბრიშვილი ყურადღების ცენტრში დღეს სხვა მხრივაც მოექცა - როცა ესპანეთის სახელით მოასპარეზე ნიკოლოზ შერაზადიშვილმა ტატამზე გონება დაკარგა, მის საშველად ქართველი ექიმი უსწრაფესად გაჩნდა.

ზურაბ კახაბრიშვილის სიხარულის ცრემლები და ოლიმპიადა დაახლოებით 20 წელია ჩვენს განუყოფელ ნაწილად იქცა...

altბექაურის ფინალი და დიდი შანსი! [VIDEO]

altშერაზადიშვილი ტატამზე გაითიშა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 14 /
უმაგრესი პიროვნება!!!წარმატებები
კახა ქ.
28 ივლისი 2021 18:14
1
ესეთი კაცი უნდა ქვეყანას ჯანდაცვის მინისტრად. ვისაც ხალხი უყვარს ვისაც პროფესია უყვარს. მაგრამ ესეთი ვერ მოაწერინებენ ბევრ რამეზე ხელს და მაგიტომაც არ დანიშნავენ. მაგრამ მიყვარს ეს კაცი სპორტსმენებსა არანაკლებ საქმეს აკეთებს ყველა ტურნირზე.ღმერთი იყოს თქვენი და თქვენი ოჯახის მფარველი ბატონო ზურაბ.
ბოკინიო
28 ივლისი 2021 18:12
0
სადაც არის ბევრად უფრო დიდ საქმეს აკეთებს და რაც მთავარია ხალხის სიყვარული აქვს.მინისტრად რომც დანიშნოს თვითონ იტყვის უარს,რადგან იცის მეორე დღესვე ხალხი ლანძღვას დაუწყებს.კახაბრიშვილი არის ლეგენდარული ადამიანი ქართული სპორტის ისტორიაში,ისევე როგორც ლაშა შავდათუაშვილი და ლაშა ტალახაძე,ლაშა ბექაურსაც დიდი შანსი აქვს გახდეს ლეგენდა,იმედია მატერიალური მდგომარეობა ვერ გაიმარჯვებს ლაშას მიზანზე. ისე მემგონი რომ შვილს ლაშა უნდა დავარქვა :-) რაიცი რა ხდება
საქართველო
29 ივლისი 2021 06:19
0
მე და ჩემი 8 წლის გოგონა ვუყურებდით ფინალს, ლაშას მოგების შემდეგ ერთმანეთს ვულოცავდით და ორივეს ცრემლი მოგვერია... გილოცავ საქართველო, ღმერთმა გიმრავლოს ასეთი ლომკაცები!!!
თომა
28 ივლისი 2021 18:07
0
ქართველი ემოციაა ჩემთვის, ზოგჯერ უარყოფითიც არის, მაგრამ სამაგიეროდ დადებითი როდესაც არის აგატირებს !!! ლაშა გილოცავ და ექიმო შენც გილოცავ გაიხარეთ !!!!
Solo
28 ივლისი 2021 17:38
0
ჩაკვეტაძე საერთოდ გაესინჯა ამ კაცს? ბატონი ზურა მარტო ექიმი კი არა უდიდესი ფსიქოლოგიცაა.
hhh
28 ივლისი 2021 17:06
0
თქვენ გენაცვალეთ გმირებო!!! ვულოცავ ლაშას და მთელს საქართველოს !!!
დინამოელი
28 ივლისი 2021 16:47
0
აი ასეთი ემოცია და სიხარული გადაგვარჩენს..აი ასეთ ფაქტს სჭირდება გამოხმაურება კომენტარი და არა ვიღაცის ოთხ ქმარს და ვულგარული ცხოვრების წესს.. ყველას გილოცავთ ქართულ ოლიმპიურ ოქროს..
რიგითი
28 ივლისი 2021 16:37
0
კაცი!
ჭაბუკა
28 ივლისი 2021 16:28
0
ბრავო ამ ადამიანს, სულ ესე გულიანად განიცდის ყველაფერს.
დათო
28 ივლისი 2021 16:24
0
ჩვენი საიმედო და ერთგული ლომი!
კოტე ბრეგვაძე
28 ივლისი 2021 16:19
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული