"ზურა ექიმო, პირობა შესრულებულია!" - კახაბრიშვილის ცრემლები

AutoSharing Option
-90 კგ წონით კატეგორიაში ძიუდოისტ ლაშა ბექაურის ოლიმპიადის ფინალში გასვლის შემდეგ "საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაცია" საქართველოს ოლიმპიური ნაკრების ექიმ ზურაბ კახაბრიშვილის აცრემლებულ ფოტოს აქვეყნებს და ამაღელვებულ ტექსტს ურთავს:

"ზურაბ კახაბრიშვილი ლაშა ბექაურის ფინალში გასვლის შემდეგ!

ეს სიხარულის ცრემლებია, ბევრი თეთრად გათენებული ღამის შემდეგ, რომელიც ლაშას უმძიმეს ტრავმას მოჰყვა!

კახაბრიშვილმა პირობა დადო, რომ ის ქართველი ფალავნის წარმატების მისაღწევად ყველაფერს გააკეთებდა!

ოლიმპიური ნაკრების მთავარმა ექიმმა სიტყვა შეასრულა!

ამ ერთ ფოტოშია გადმოცემული დღევანდელი დღე!

მადლობა, ზურა ექიმო, პირობა შესრულებულია!"

შეგახსენებთ, ლაშა ბექაურმა ტრავმა
მსოფლიო ჩემპიონატის გუნდური ასპარეზობისას მიიღო, თუმცა ოლიმპიადამდე მოკლე დროში სპორტსმენის ჩვეულ ფორმაში შესვლა მოხერხდა.

კახაბრიშვილი ყურადღების ცენტრში დღეს სხვა მხრივაც მოექცა - როცა ესპანეთის სახელით მოასპარეზე ნიკოლოზ შერაზადიშვილმა ტატამზე გონება დაკარგა, მის საშველად ქართველი ექიმი უსწრაფესად გაჩნდა.

ზურაბ კახაბრიშვილის სიხარულის ცრემლები და ოლიმპიადა დაახლოებით 20 წელია ჩვენს განუყოფელ ნაწილად იქცა...

altბექაურის ფინალი და დიდი შანსი! [VIDEO]

altშერაზადიშვილი ტატამზე გაითიშა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 14 /
უმაგრესი პიროვნება!!!წარმატებები
კახა ქ.
18:14 28-07-2021
1
ესეთი კაცი უნდა ქვეყანას ჯანდაცვის მინისტრად. ვისაც ხალხი უყვარს ვისაც პროფესია უყვარს. მაგრამ ესეთი ვერ მოაწერინებენ ბევრ რამეზე ხელს და მაგიტომაც არ დანიშნავენ. მაგრამ მიყვარს ეს კაცი სპორტსმენებსა არანაკლებ საქმეს აკეთებს ყველა ტურნირზე.ღმერთი იყოს თქვენი და თქვენი ოჯახის მფარველი ბატონო ზურაბ.
ბოკინიო
18:12 28-07-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული