"ძალიან მიყვარხართ! მთელი საქართველო..." - ბექაურის პირველი კომენტარი ოლიმპიადაზე ტრიუმფის შემდეგ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 28 ივლისს, ლაშა ბექაურმა საქართველოს ოლიმპიურ ნაკრებს პირველი ოქროს მედალი მოუტანა.

ქართველმა ძიუდოისტმა საჭიდაო დღე ერთი ამოსუნთქვით გაიარა და დამსახურებული სინჯის მედალიც დაიმსახურა.

ლაშა ტურნირში მეორე წრიდან ჩაერთო. პირველ შეხვედრაში პოლონელ პიოტრ კუჩერას ჯერ ვაზარი აუღო, შემდეგ კი ბრძოლა შებოჭვით დაასრულა. მეორე დაპირისპირებაში  ქართველი ძიუდოისტი ისრაელის წარმომადგენელთან, ლი კოხმანთან ვაზარით აგებდა, თუმცა ჩამორჩენა ვაზარით და ავასატე-იპონით აღმოფხვრა და 1/4-ფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე დავლათ ბობონოვი იყო. 21 წლის ქართველმა უზბეკ ძიუდოისტს ჰანსოკუ-მაკეთი სძლია, ნახევარფინალში კი რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენელი
მიხაილ იგოლნიკოვი დაამარცხა.

ფინალურ შეხვედრაში გერმანელი ედუარდ ტრიპელი ვაზარით დაამარცხა და ოლიმპიური ოქროს მედალიც დაიმსახურა.

მკითხველის კომენტარები / 7 /
ლაშა შენ გაიხარე! ჩემი მრავალსულიანი ოჯახი გიყურებდით და ბოლო წამებს, რომ ვითვლიდით და , რომ დამთავრდა, უნდა გენახა რა ხდებოდა ჩემთან, სამეზობლოში და გარეთ, ერთხმად ვკიოდით, ვტიროდით და ერთმანეთს ვულოცავდით. ლაშა გენაცვალე! გეხვევით და გკოცნით მაგ, ღიმილიან სახეში!
ქეთი.
29 ივლისი 2021 08:16
0
ჟორა შენ ისიც გეცოდინება აცრას ააქ აზრი,ან როდის წავა კოვიდი?
ბაბუაწვერა
29 ივლისი 2021 02:24
2
მარტო იმისთვის მადლობა ლაშა რა სიხარული და ბედნიერებაც მიანიჭე რეანიმაციაში მყოფ კოვიდინფიცირებილ 77 წლის პენსიონერ მამაჩემს რომელიც ექთნის ნათხოვარი ტელეფონით უყურებდა ფინალს (იმდენჯერ დამირეკა ფინალამდე რა ქნაო ჩაურთეს) ... კიდევ ბევრჯერ აგეწიოს საქართველოს დროშა და აგეჟღერებინოს საქართველოს ჰიმნი, გაიხარე საქართველოს გახარებისთვის...
912
28 ივლისი 2021 23:00
1
ღმერთმა გამოაჯანმრთელოს მამაშენი. შენი საუბრიდან კარგად ჩანს ამ რთულ სიტუაშიც როგორი პატრიოტული სული აქვს.
123
29 ივლისი 2021 02:55
0
აქ უფლის ხელი ურევია, ამ ხალხს ფინალში ვერავინ წარმოიდგენდა. ლაშა ფაქტიურად ნახევარკაცი ჭიდაობდა, ტრიპელი კი არ არის ის მოჭიდავე ოლიმპიადის ფინალში რომ ვინმეს ეწინასწარმეტყველა. მე ლაშას გამარჯვებას ორი წელია ვწინასწარმეტყველებ. ამოიღეთ 2019 წლის შემდეგი კომენტარები, ყველგან მის უცილობელ გამარჯვებაზე ვწერდი. მართალი გითხრათ ტრამვამ მეც მაგრად შემაშინა. ლაშამ შეუძლებელი შეძლო, მართლაც და ასეთებმა მოაღწევინეს საქართველოს დღემდე.
ჟორა გაბრიჭიძე
28 ივლისი 2021 21:10
1
რამდენი ხანია ამდენი არ მიტირია სიხარულუთ! გაიხარე ლაშა! გაიხარე ერის ასეთი გახარებისთვის! სულ წარმატებული იყავი! დალოცვილი იყოს შენი მშობლიური მხარე! ეს რა დაუნათლია ზვიადაურსა?!!! ოლიმპიური ჩემპიონი ეზოში გავიდა და სახლში ვერ შემოდიოდა, ეტყობა ცრემლებს ვერ იკავებდა! დიდება მას, მთელ გუნდს ვინც შენ გაგზარდა, და ვინც ტრავმა მოგირჩინა!
Alexandre
28 ივლისი 2021 20:24
0
ჩვენც გვიყვარხართ ლაშა!!! გენაცვალე ჯიგარში, ვენაცვალე მაგ მთებს და მთლიანად შენს კუთხეს ესეთი ვაჟკაცი რო გაგზარდეს!!!!!!
თუშიშვილი_ლიპარტელიანი აბა თქვენ იცით ბიჭებო
მეგრელი
28 ივლისი 2021 18:51
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული