ფინალში საფრანგეთმა იაპონია გაანადგურა და ოლიმპიურ ოქროს დაეუფლა

AutoSharing Option
ტოკიოს ოლიმპიური თამაშების მე-8 დღეს ძიუდოს გუნდური შეჯიბრი გაიმართა, ფინალში როგორც მოსალოდნელი იყო ერთმანეთს იაპონიისა და საფრანგეთის ეროვნული ნაკრები დაუპირისპირდნენ. ინდივიდუალურ ტურნირში უდიდესი უპირატესობის შემდეგ გულშემატკივართა უმრავლესობა ფიქრობდა, რომ "ამომავალი ქვეყნის" წარმომადგენლები მოიგებდნენ და მორიგ ოლიმპიურ ოქროს მედალს დაიმსახურებდნენ, თუმცა ფრანგებმა ფინალში დამარჯერებლად 4:1 გაიმარჯვეს.


Sportall.Ge

ფინალისტებმა 1-ელ შეხვედრაში ერთმანეთს -70 კილოგრამი წონით კატეგორიაში კლარის აკბენენუ (საფრანგეთი) და ჩიზურუ არაი "დააჭიდეს". აღსანიშნავია, რომ ფრანგი ძიუდოისტი ზედა წონაში აწიეს, მოგეხსნებათ, -63 წონით კატეგორიაში ის ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ოქროს მედალოსანი გახდა, სწორედ ამიტომ,
ევროპელთა მთავარი მწვრთნელის აზრით, მისი ნდობა მსგავს დროს შესაძლებელი იყო და ასეც მოხდა, ფრანგმა სპორსმენმა ოლიმპიური ჩემპიონი 2 ვაზარით დაამარცხა და საერთო ჩათვლაში ანგარიში გახსნა.

მეორე დაპირისპირება -90 კილოგრამ წონით კატეგორიაში გაიმართა, რომელიც აქსელ კლერგესა და შოიჩიდო მუკაის შორის წარიმართა, მთელი ჭიდაობის განმავლობაში 34 წლის ევროპელი უპირატესობას ფლობდა, რაც საბოლოოდ, დამატებით დროში აისახა, როდესაც ფრანგმა იპონით იმარჯვა და საკუთარი ნაკრების უპირატესობა 2:0 გახადა.

მესამე შეხვედრაში ერთმანეთს +70 კილოგრამი წონითი კატეგორიის წარმომადგენლებს შორის გაიმართა, სადაც ერთმანეთს სონე აკირა და რომანე დიკო გადაეყარნენ. გამარჯვებული იაპონელი გამოდგა, აზიელმა სპორტსმენმა ჯერ ვაზარი აიღო, შეხვედრის ძირითადი დროის დასრულებამდე 53 წამით ადრე კი შებოჭა და ანგარიშში სხვაობა შეამცირა.

Sportall.Ge

მეოთხე შეხვედრაში ტატამზე +90 კილოგრამი წონით კატეგორიის წარმომადგენლები წარსდგნენ, საფრანგეთის რიგებიდან საჭიდაოდ ლეგენდარული ტედი რინერი გამოვიდა, იაპონელებმა კი მას -100 კილოგრამში მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი აარონ ვოლფი დაუპირისპირეს. თითქოს ტედის შეხვედრა მარტივად უნდა მოეგო, თუმცა მასპინძელი ძიუდოისტის თავდადებამ შედეგი გამოიღო და დაპირისპირებაში დამატებულ დროში გადავიდა, სადაც გამარჯვება, მიუხედავად აარონის ყველანაირი მცდელობისა, რინერმა მოიპოვა და საკუთარი ნაკრები ოლიმპიური ოქროს ტიტულთან 1 ნაბიჯამდე მიაახლოვა.

მეხუთე შეხვედრას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, თუ იაპონია შეძლებდა და მოიგებდა წონასწორობას შეამცირებდა და ბოლო, მე-6 შეხვედრას შოჰეი ონოს გადააბარებდა, ამისთვის კი საჭირო იყო, რომ -57 კილოგრამ წონით კატეგორიაში იოსიდა ცუკასას სარა ლეონი კისიქი დაემარცხებინა, თუმცა ეს სცენარი სულ სხვანაირად წარიმართა, ფრანგმა სპორტსმენმა ვაზარი შეხვედრის დაწყებიდან მალევე მოიპოვა და მიღებული უპირატესობა ხელიდან აღარც გაუშვა.

საფრანგეთის გუნდური ნაკრები ოლიმპიური ჩემპიონია, მეორე ადგილზე იაპონია გავიდა, ხოლო მე-3 ადგილი ისრაელისა და გერმანიის ნაკრებებმა დაიკავეს.



მკითხველის კომენტარები / 5 /
ისე რა წესია ეს შერეული გუნდი , ცალცალკე რო ყოფილიყვნენ დიდი შანსი გვექნებოდა :(
ზურა
31 ივლისი 2021 20:30
2
გუნდურში საქართველოს არ ექნება შანსი დიდი ხნის განმავლობაში. საჭირია 3 კაცი, 3 ქალი და 3 ტრანსჯენდერი
გიგი
31 ივლისი 2021 21:11
12
ჩვენები არ მონაწილეობდნენ?
მეგრელი
31 ივლისი 2021 17:02
1
სამი კაცი და სამი ქალი უნდა ყოფილიყო ნაკრებში,სამწუხაროდ მხოლოდ ერთი ქალი გვყავდა შეჯიბრებაში
misha bazhunaishvili
31 ივლისი 2021 18:36
1
Sacobshi moyvnen da awonvaze daagvianes ris gamoc moxsnes shejibrebidan(qalebi ar gvyavs da shesabamisad ver vghebulobdit monawileobas sawuxaros torem raghac sinjis medals albat avighebdit) ise madlobis meti ra gverqmis umagresi shedegi dades miuxedavad ramdenime imedgacruebisa
Kaxa
31 ივლისი 2021 17:50
2

სიახლეები პოპულარული