"ფაფარი რომ წამოეშალათ ზვიადაურზე, ამ კაცზე ხომ ეყარნენ ჩუმად" - ჩერგოლეიშვილი ზვიადაურის დაკავებას ეხმაურება

AutoSharing Option
"ტაბულას" დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში ზურაბ ზვიადაურის დაკავებას ეხმაურება.

როგორც იცით, ყოფილ ძიუდოისტს თავდებში ცნობილი სპორტსმენები უდგებიან... ჩერგოლეიშვილმა სწორედ ამ საკითხზე გაამახვილა ყურადღება.

მან ხაზი იმას გაუსვა, რომ ასევე მოჭიდავე ზურა დათუნაშვილს გვერდით არავინ დაუდგა, როდესაც მასზე იძალადეს. ძალადობაში დადანაშაულებული გეგა გეგეშიძე დღესაც ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტია, დათუნაშვილი კი სერბეთში წავიდა და ამ ქვეყნის სახელით ასპარეზობს. ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს:

"ფაფარი რომ წამოეშალათ ზვიადაურზე, ამ კაცზე ხომ ეყარნენ ჩუმად. ამიტომაა სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული სპორტსმენი პოტენციური მონა", - წერს ჩერგოლეიშვილი.
მკითხველის კომენტარები / 60 /
ვუსამძიმრებ ჭირისუფლებს ... , ეს რა დღეში ვართ ,! რატომ ხალხნო ? რისთვის ? რამ მიგვიყვანა აქამდე? რამ გაგვამხეცა ასე , რატომ დავკარგეთ ადამიანურობა , მოყვასის სიყვარული .. რატომ გვსჯის უფალი? რატომ იცმევენ შავებს მგლოვიარე ჭირისუფლები ქართველთა დაპირისპირების მსხვრეპლთა გამო ? ნუთუ ჩვენს გენშია ჩაბუდებული ურთიერთსიძულვილი , ამპარტავნობა, ქედმაღლობა და დაუნდობლობა ? საით მიდიხარ საქართველოვ ? საააით ! ნუთუ ჩვენი სასახელო , საამაყო სპორტსმენები განწირული არიან ამპარტავნებისთვის ? ნაც-ქოც პარლამენტის ტრიბუნაა მათი ოფლის საზღაური და სასჯელი ? და ახლა რომ გვიხარია მათი წარმატებები მერე ბიუჯეტჭამია, ბულინგმაისტერ ძველბიჭებად , ქალაქის მერებად ან უსაქმურ ზონდერებად გადაიქცევიან ? ნუთუ ესაა ჩვენი საზოგადოებაა ისეთი რომ ფატალურად სხვა გზა არ არსებობს ? ვაი. შენ ბედკრულო საქართველოვ , ვაი.
ბაბაია
14:19 24-08-2021
1
მექანიკურია ბიძია ვარდენ!!! ყოვლისმცოდნე!!!
საფრთხობელას!!!
09:22 22-08-2021
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული