ლაშა გუჯეჯიანი გამორჩეულ დაფასებას და პატივისცემას იმსახურებს - თეა წულუკიანი

AutoSharing Option
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი და მინისტრის მოადგილე სოსო გიორგაძე სპორტულ ფედერაციებთან სამუშაო შეხვედრებს აგრძელებენ. ამჯერად სამინისტროს საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი ათაბეგაშვილი, ვიცე-პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი და ძიუდოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლაშა გუჯეჯიანი სტუმრობდნენ.

მინისტრმა ძიუდოს ფედერაციის ხელმძღვანელებს ტოკიოში გამართული ზაფხულის ოლიმპიური თამაშებისთვის ნაჩვენები ისტორიული შედეგისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა, განსაკუთრებით კი ნაკრების მთავარი მწვრთნელის ლაშა გუჯეჯიანისა და მისი თანაშემწეების გაწეულ სამუშაოს გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ლაშა გუჯეჯიანი, როგორც მწვრთნელი, მიღწეული ისტორიული წარმატებისთვის გამორჩეულ დაფასებას და
პატივისცემას იმსახურებს.

თეა წულუკიანმა ძიუდოს ფედერაციის ხელმძღვანელებს სამინისტროს პრიორიტეტული მიმართულებები გააცნო და აღნიშნა, რომ ძიუდოს ქართული სპორტის ისტორიაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს, რაზეც ნათლად მეტყველებს წლების განმავლობაში ჩვენი ძიუდოისტების მიერ მოპოვებული ბრწყინვალე გამარჯვებები და ტოკიოში ნაჩვენები ისტორიული შედეგები.

სწორედ ამიტომ, ძიუდოს ფედერაციასთან თანამშრომლობის ფარგლებში სამინისტრო მაღალი მიღწევების ძიუდოსთან ერთად, დიდ ადგილს დაუთმობს მასობრიობის გაზრდას და ახალგაზრდების ჩართულობას.

შეხვედრის ბოლოს თეა წულუკიანმა სამინისტროს სახელით ძიუდოისტებს სრული მხარდაჭერა აღუთქვა და მოახლოებულ საერთაშორისო ტურნირებში წარმატება უსურვა.

წყარო: საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ოფიციალური გვერდი

alt ლაშა გუჯეჯიანი სტუმრად "სპორტალში" [VIDEO]

altლაშა ბექაური: არ გავჩერდები - ვამაყობ, რომ ვარ ქართველი!!!


მკითხველის კომენტარები / 1 /
კი ნამდვილად მთავარი მისთვის ფული არ არის და არც პრიტექციით ვინმეს დარეკვით ჩაგსცამს ნაკრებში სპორჩმენობის დროსაც ცოტა მეტით ვქომაგობდი ყოველთვის ეტყობოდა უბრალოება და თავში რო არ ქონდა ავარდნილი ბევრ ქართვლ და უცხოელს რო ჭირს დღეს
ნოდო
22 სექტემბერი 2021 17:55
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული