"ასე არ შეიძლება..." - გურამ თუშიშვილი

AutoSharing Option
კორონავირუსის პანდემიამ განსაკუთრებით დიდი დარტყმა სპორტის სფეროს და სპორტსმენებს მიაყენა. დაავადების გავრცელების რისკის თავიდან ასაცილებლად დაწესებული შეზღუდვები სპორტსმენებს მრავალ პრობლემას უქმნის. ჯანსაღი ცხოვრების წესის მთავარი პროპაგანდისტები - სპორტსმენები, საზოგადოებას ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ.

მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი, ქართველი ძიუდოისტი გურამ თუშიშვილი ფიქრობს, რომ ვაქცინაცია პანდემიის დასრულების ერთადერთი გზაა. წარმატებული სპორტსმენი განსაკუთრებით ახალგაზრდებს მოუწოდებს, რომ აიცრან.

"ჩემი აზრით, ყველა უნდა აიცრას, მით უმეტეს - ასაკოვანი ადამიანები. ვინც აცრილია ჩემ გარშემო, ყველამ მარტივად გადაიტანა ვირუსი, აუცრელებს კი - გაურთულდათ. ყველას მოვუწოდებ და ვთხოვ, რომ
აიცრან. კორონავირუსის პანდემიამ განსაკუთრებით დიდი დარტყმა მიაყენა სპორტს. დარბაზები დაიკეტა, უამრავი შეზღუდვისა და რეგულაციის გამო შეგვექმნა პრობლემები. თუნდაც პირბადით ვარჯიში ძალიან დიდი დისკომფორტია... დარბაზების
დაკეტვა ხელს უშლის სპორტის განვითარებას, სპორტსმენები ძალიან ვზარალდებით! აუცილებლად უნდა ავიცრათ, რომ ყველა ერთად მოვერიოთ ვირუსს. ევროპის ბევრ ქვეყანაში უკვე პირბადის გამოყენების მოთხოვნაც აღარ არის... ჩვენც უნდა დავუბრუნდეთ ნორმალურ ცხოვრებას, ასე აღარ შეიძლება გაგრძელება. ჯანსაღი ცხოვრების წესი, რაც ყველა ადამიანისთვის უმნიშვნელოვანესია, ზარალდება პანდემიით. ელემენტარულად, ბავშვებს
ფეხბურთის თამაშიც შეეზღუდათ ეზოებში, რაც, ბუნებრივია, ძალიან დიდი პრობლემაა. გამოსავალი არის ვაქცინაცია. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას - ახალგაზრდებს, სპორტსმენებს, რომ ავიცრათ. გავუფრთხილდეთ, პირველ რიგში, ერთმანეთს და ჩვენს სამშობლოს, რომ დავძლიოთ ეს პანდემია", - ამბობს გურამ თუშიშვილი.
მკითხველის კომენტარები / 10 /
ყოჩაღ გურამ შენი ხმა უფრო ისმის, ვისთანაც მეთქმის ყველას ვეუბნები მე მომბაძონ და აიცრან. ყველაფერი დაზარალდა და ასეთი უვიცობა გაუგებარია ხლხისაგან.
G.LA
16 ნოემბერი 2021 11:14
10
ვფიქრობ ნამეტანზე მეტი აჯღე გურამ შენს თავზე. და თუ მოუწოდებ ესე გულმოდგინედ იქნებ გვითხრა და დაგვაკვალიანო რა ვაქცინით ავიცრათ.გატყობ მაგარი კომპეტენტური ხარ ამ სფეროში.
გულშემატკუვრობ საამაყო ქართველი ხარ გენაცვალე და სადახ შენი საამე არაა ცხვირს იქ ნუ ჩაყოფ. რაც იცი ის საქმე აკეთე. *
გურო
16 ნოემბერი 2021 00:36
55
10 000-ზე მეტი აუცრელი გარდაიცვალა საქართველოში და მხოლოდ 3 - აცრილთაგან. რა სპეციალისტობა უნდა იმას ჩემო გურო, რომ აცრა აუცილებელია?
3- ჯერ აცრილი
16 ნოემბერი 2021 07:30
6
ეჰ ასეა მეგობარო და ასე ბრმად რატომ მოუწოდებენ ეს დალოცვილები ამას?მაშინ ავალებენ და ეგაა რა.
გეგი
16 ნოემბერი 2021 01:00
7
ჯიგარი ხარ გურამ.
ისედაც გამორჩეულად გგულშემატკივრობდი, ახლა ხო საერთოდ
ბილი კოსტაკურტა
15 ნოემბერი 2021 16:05
18
გაიხარე, ძმაო, გურამ! ერთი ასად ამაღლდი ჩემს თვალში! ჩვენმა საამაყო სპორტსმენებმა ხალხს ყველამ ერთად უნდა მოუწოდონ აცრისკენ, დავუჯეროთ მეცნიერებს და დავამთავროთ ეს საშინელება!
ქუთაისელი
15 ნოემბერი 2021 15:22
21
გეთანხმები!!!
tngh
15 ნოემბერი 2021 15:08
7
გაიხარე გურამ! ერთი რამე მაკვირვებს. ამ აგიტაციის დროს, რატომ არავინ აქცევს ყურადღებას მარტივ თვალსაჩინო საკითხს! აი შენ ამბობ, ჩემს ირგვლივო - არ ჯერათ! შენი კი არა, თავის ირგვლივ არ იჯერებენ. მე სხვა საკითხზე მინდა გავამახვილო ყურადღება! აი თუნდაც ბელორუსები. ყველაზე მეტად მაგათმა დააიგნორეს კოვიდი და პრევენცია, აცრა. და რა დღეში არიან? მათმა ნაკრებმა მსოფლიოს შესარჩევის ყველა მატჩი რუსეთში ჩაატარა! და კიდევ უფრო თვალსაჩინო! უყურეთ იტალიის, ესპანეთის, ინგლისის, გერმანიის, ამერიკის სტადიონებს და დარბაზებს! გადაჭედილია უნიღბო(!) მაყურებლებით თამაშების დროს! რატომ? იმიტომ რომ უმეტესობა მოსახლეობის აცრილია. შეიგნეთ. ნურც გურამ თუშიშვილს ნუ დაუჯერებთ, ნურც მე. საკუთარ თვალებს და სუუულ პატარა თქვენი ანალიზის უნარს დაუჯერეთ!
alexandre
15 ნოემბერი 2021 14:25
15
კარგი წინადადება იყო ალექსანდრე:

"სულ პატარა თქვენი ანალიზის უნარს დაუჯერეთ!"

და რა მომეწონა იცით თურმ საკუთარი ანალიზის გაკეთება მხოლოდ 4-ს არ შეუძლია ეს კი 15 %-ზე ნაკლებია.
აი რეალშიც რომ გადადიოდეს ეგ პროცენტი მაშინ ქვეყნის 80% მაინც იქნებოდა აცრილი.
პროცენტი მომწონს
15 ნოემბერი 2021 15:37
2
გაიხარე გურამ.
ლუკა
15 ნოემბერი 2021 14:22
5

სიახლეები პოპულარული