ჭიდაობა

ძიუდო

"ასე არ შეიძლება..." - გურამ თუშიშვილი

AutoSharing Option
კორონავირუსის პანდემიამ განსაკუთრებით დიდი დარტყმა სპორტის სფეროს და სპორტსმენებს მიაყენა. დაავადების გავრცელების რისკის თავიდან ასაცილებლად დაწესებული შეზღუდვები სპორტსმენებს მრავალ პრობლემას უქმნის. ჯანსაღი ცხოვრების წესის მთავარი პროპაგანდისტები - სპორტსმენები, საზოგადოებას ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ.

მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი, ქართველი ძიუდოისტი გურამ თუშიშვილი ფიქრობს, რომ ვაქცინაცია პანდემიის დასრულების ერთადერთი გზაა. წარმატებული სპორტსმენი განსაკუთრებით ახალგაზრდებს მოუწოდებს, რომ აიცრან.

"ჩემი აზრით, ყველა უნდა აიცრას, მით უმეტეს - ასაკოვანი ადამიანები. ვინც აცრილია ჩემ გარშემო, ყველამ მარტივად გადაიტანა ვირუსი, აუცრელებს კი - გაურთულდათ. ყველას მოვუწოდებ და ვთხოვ, რომ
აიცრან. კორონავირუსის პანდემიამ განსაკუთრებით დიდი დარტყმა მიაყენა სპორტს. დარბაზები დაიკეტა, უამრავი შეზღუდვისა და რეგულაციის გამო შეგვექმნა პრობლემები. თუნდაც პირბადით ვარჯიში ძალიან დიდი დისკომფორტია... დარბაზების
დაკეტვა ხელს უშლის სპორტის განვითარებას, სპორტსმენები ძალიან ვზარალდებით! აუცილებლად უნდა ავიცრათ, რომ ყველა ერთად მოვერიოთ ვირუსს. ევროპის ბევრ ქვეყანაში უკვე პირბადის გამოყენების მოთხოვნაც აღარ არის... ჩვენც უნდა დავუბრუნდეთ ნორმალურ ცხოვრებას, ასე აღარ შეიძლება გაგრძელება. ჯანსაღი ცხოვრების წესი, რაც ყველა ადამიანისთვის უმნიშვნელოვანესია, ზარალდება პანდემიით. ელემენტარულად, ბავშვებს
ფეხბურთის თამაშიც შეეზღუდათ ეზოებში, რაც, ბუნებრივია, ძალიან დიდი პრობლემაა. გამოსავალი არის ვაქცინაცია. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას - ახალგაზრდებს, სპორტსმენებს, რომ ავიცრათ. გავუფრთხილდეთ, პირველ რიგში, ერთმანეთს და ჩვენს სამშობლოს, რომ დავძლიოთ ეს პანდემია", - ამბობს გურამ თუშიშვილი.