საქართველოს ნაკრებმა ძიუდოში ევროპის გუნდური ჩემპიონატი მოიგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
რუსეთის ქალაქ უფაში ევროპის გუნდური ჩემპიონატის ფინალში ქართველმა ძიუდოისტებმა 4:3 დაამარცხეს ნიდერლანდების ნაკრები და შერეულ გუნდურ ჩემპიონატზე უფროსებში პირველად მოიპოვეს ევროპის ჩემპიონის ტიტული.

გადამწყვეტი ბრძოლა საბა ინანეიშვილმა იან სპაიკერსს მოუგო.

ფინალამდე ქართველმა ძიუდოისტებმა ავსტრიას (4:0), საფრანგეთსა (4:2) და თურქეთს (4:2) სძლიეს.

საქართველოს ნაკრები ტურნირზე შემდეგი შემადგენლობით გამოვიდა: ალეკო მამიაშვილი, ფრიდონ გიგანი (ორივე 73 კგ), ბექა ღვინიაშვილი, ლუკა მაისურაძე (ორივე 90 კგ) გელა ზაალიშვილი, საბა ინანეიშვილი (ორივე +90 კგ), ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ), მარიამ ჭანტურია, ნინო გულბანი (ორივე 70 კგ) და სოფიო
სომხიშვილი (+70 კგ).

მკითხველის კომენტარები / 9 /
ჩვენ რომელიმე ტელევიზიას ქონდა რეპორტაჟი? რაღაც ვერ ვიპოვე ...
Gizo
01:13 29-11-2021
1
იუთუბიზე,რუსულ ენოვან რეპორტაჟს ვუყურებდი და რუსეთმა მესამე ადგილისათვის ჭიდაობა რომ მოიგო და მომდევნო მესამე ადგილისათვის ბრძოლა დაიწყო,ხმა მთლიანად ჩაუწყვიტეს გადაცემას.ასე იყო ბოლომდე ხმაგათიშული და არც ჰიმნის დროს ჩართული.რა ვიცი,ჩემი აზრით,სწორედ ჰიმნის გამო გათიშეს ხმა,თორემ მერე ინგლისურ ენოვანზე გადავრთე და იქ ხმა,ჩვეულებრივ ჰქონდა.ვულოცავ ჩვენ ნაკრებს,ამ დიდ გამარჯვებას და ვისაც ჰგონია,რომ ჩვენი გოგონები ვერ ეხმარებიან ბიჭებს,მათ შევახსენებ,რომ ფინალამდე ყველა წინასწარ შეხვედრაში,გოგოებმაც მოგვიტანეს გამარჯვებები.ასე რომ ფინალამდე,მათმა გამარჯვებებმაც მიგვიყვანა და თუ ჰოლანდიის ძალიან ძლიერ ქალთა გუნდთან ვერ გაიმარჯვეს,ესეც დროებითია.ისე გულიანად ჭიდაობენ და ისე საგრძნობლად უმატებენ,რომ ძალიან მალე,უკვე მათთანაც გაგვიჩნდება შანსები.თუ არადა ვერცხლის მედლის აღება,ცოტა იქნებოდა?აგერ რუსებს რა მაგარი გუნდი ჰყავთ,ბიჭებშიც და გოგოებშიც,მაგრამ ახალგაზრდულებშიც ვაჯობეთ და აქაც გავასწარით.თანაც შემადგენლობაც ახალგაზრდული გვყავდა.აბუ დაბიში,გრანდსლემზე,ლაშა შავდათუაშვილმაც იჭიდავა და მესამე ადგილი აიღო.ჯერ მოლდაველთან დამატებითი დრო,6,39 წუთი იჭიდავა და მაშინღა გააფრთხილა მესამედ,მთელი ბრძოლის განმავლობაში,მხოლოდ დაცვაში მდგარი მეტოქე,მსაჯმა.არადა მანამდე,მსაჯმა უკვე პირველივე წუთზე 2-2-ჯერ გააფრთხილა ორივე.მერე რუსთან 6,50 წთ.იჭიდავა დამატებითი დრო და ნახევარფინალში 4,48 წთ ჭიდაობის შემდეგ წააგო უზბეკთან,უკვე არაქათ გაცლილმა.მესამე ადგილისთვისაც თითქმის 3 წუთი იჭიდავა,დამატებითი დრო,მაგრამ დასვენებულმა, უკვე შესძლო და გაიმარჯვა.
სოსო
20:26 28-11-2021
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული