"ბოლო ამოსუნთქვამდე იბრძვიან" - რუსი ძიუდოისტებისთვის ქართველები სამაგალითონი არიან

AutoSharing Option
რუსეთის ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა ვასილი ანისიმოვმა "რია ნოვოსტის" განუცხადა, რომ პარიზის 2024 წლის ოლიმპიადაზე ისტორიაში საუკეთესო შედეგის მიღწევისათვის იქნებიან განწყობილი და მაგალითი ქართველებისგან აქვთ ასაღები:

"რუსეთის ნაკრების ძიუდოისტებმა 2012 წელს ლონდონის ოლიმპიადაზე სამი ყველაზე მაღალი სინჯის მედალი მოიპოვეს, ერთი ვერცხლის და ერთი ბრინჯაოსი. ოთხი წლის შემდეგ რიო-დე-ჟანეიროს თამაშებზე გუნდმა ორი ოქრო და ერთი ბრინჯაო მოიგო, ხოლო 2020 წელს ტოკიოში - სამი ბრინჯაო.

"ჩვენ ყველაფერ შესაძლებელს გავაკეთებთ, რათა 2024 წელს პარიზის ოლიმპიადაზე ისტორიაში საუკეთესო შედეგს მივაღწიოთ. ძალიან გვინდა, 2012 წელს ლონდონის
ოლიმპიადაზე მიღწეული შედეგი გავიმეოროთ. როდესაც შენ რაღაცისკენ მიისწრაფვი, ამას მიაღწევ.

Sportall.Ge

ძალიან მნიშვნელოვანია ფსიქოლოგიური ფაქტორი, ჩვენს სპორტსმენებს თვალებში ცეცხლი უნდა ენთოთ. ამ მხრივ სამაგალითო საქართველოს ნაკრებია. ეს გუნდი ფინანსების მხრივ ძალიან უზრუნველყოფილი არაა, მაგრამ ისინი იწვიან, გადიან და გამარჯვებისთვის ბოლო ამოსუნთქვამდე იბრძვიან. სანამ არის შესაძლებლობა, სპორტსმენი იბრძოლებს. ჩვენი ბიჭები, მე ვთვლი, უარესები არ არიან, არამედ უკეთესებიც კი და შევეცდებით, ისე გავაკეთოთ, რომ მათ თვალებში ნაპერწკალი დავინახოთ".

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებმა უფაში ჩატარებული ძიუდოში ევროპის გუნდური ჩემპიონატი მოიგო, რუსეთი კი მესამე ადგილზე გავიდა.

მკითხველის კომენტარები / 12 /
რაც უფრო ნაკლები შეხება გვექნება ამ არსებებთან, მითუკეთესი.
რატი
02 დეკემბერი 2021 12:26
11
რას წერთ თუ ხვდებით? ვიღაც ოკუპანტმა ძიუდოისტმა ძიუდოისტები შეგვიქო და თქვენ დეოკუპაციაზე ოცნებობთ? აგერ ახალ ომს იწყებენ რომ მეტი სისხლი დალიონ ამ სისხლისმსმელემა ზომბირებულმა ხალხმა. მართლა გონიათ ვინმეს რომ მხოლოდ კრემლის პოლიტიკაა ჩვენთვის მიუღებელი და ხალხი ბატკანივით უცოდველია? რაც ერია ის არის ბერი. რა ხალხიც არის ის არის მათი მთავრობაც და მართველიც. ჩვენ ვერასოდეს ვერ გავუგებთ მაგათ. თუ როდისმე მოხერხდება მეზობლური ურთიერთობა ესეც დიდი მიღწევა იქნება. არ ვახსენე სიტყვა კეთილმეზობლობა, რადგან ეგენი ჩვენს და სხვების მიმართაც ყოველთვის ზევიდან იყურებოდნენ და თან შურის თვალითაც ასე იქნება მომავალშც. რატომ გამოჭიმეთ აქ პუტინის პორტრეტი გაუგებარია. რუსეთი ოკუპანტია, პუტინ ხუილო!!
G.LA
02 დეკემბერი 2021 12:18
9
გაიხარე, მართლა მაგარი გასაკვირია,
გონებაშეზღუდული,დღესაც შუა საუკუნეების ურუსების მოსაზრებები - რომელ ჯ ა ნ ს ა ღ ა დ მოაზროვნეს ადამიანს აინტერესებს?!
გლახუნა
25 დეკემბერი 2021 22:55
1
100%
რატი
02 დეკემბერი 2021 14:35
2
სანამ დოპინგ კონტროლი გამკაცრდებოდა მანამდე იგებდნენ ოქროებს.
ასეა ეს
02 დეკემბერი 2021 11:23
1
თუ ისტორიულ გამოცდილებაზე და საღ აზრზე დაყრდნობით ვეცდებით ერთმანეთთან საერთო ენა გამოვნახოთ, ოკუპაცია როგორც დაიწყო იმაზე სწრაფად დამთავრდება, გაცილებით სწრაფად!
aburjga
02 დეკემბერი 2021 10:37
22
ოკუპაცია დამთავრდება და იმიტომ კი არა, რომ მაგ შუა საუკუნეებში ჩარჩენილ, კორუმპირებულ, ნახევრადველურ სახელმწიფოს ტვინი გაუნათდება ოდესმე (მაგათი განათებული ტვინი ისტორიას არ ახსოვს), არამედ იმიტომ, რომ ადრე თუ გვიან მოუწევთ, უნდათ თუ არა, ამის გაკეთება. როდესაც გაუჭირდებათ და უფრო სერიოზული პრობლემები ექნებათ (რაც აუცილებლად მოხდება მათი იდიოტური ამბიციების გამო), სწორედ თავისი იმპერიული ამბიციების უარყოფით ივაჭრებენ დასავლეთთან ანუ მათ შორის ლუგანსკ-დონბასით, დნესტრისპირეთით,აფხაზეთით და სამაჩაბლოთი.
გაიტანეთ გრენლანდია
02 დეკემბერი 2021 13:23
4
მაღალი ხარისხის მრავალმხრივი განათლების ნაკლებობა და მოქალაქეთა შეზღუდული ინფორმირება ისეთივე ზიანს აყენებს ქვეყანას, როგორც აგრესიული მეზობელი ქვეყნის მოსახლეობის უზნეობა.
ქ. გ.
02 დეკემბერი 2021 08:46
1
ოკუპანტები რომ არ იყოთ ალბათ ბევრ რამეში გავუგებდით ერთმანეთს...
ბედნიერი ერი
02 დეკემბერი 2021 04:45
8
არტ,ეგენი რომ ჩვენ მოჭიდავეებს ეძახიან,ან ქართველები არიან,ან კიდევ ჩრდილოკავკასიელები.რუსებში იშვიათობაა, ძლიერი ძიუდოისტი.
სოსო
02 დეკემბერი 2021 13:14
0
ოკუპანტები რომ არ იყვნენ, მთელი ჩვენი მათთან ნაცნობობის ისტორია მათი მხრიდან ვერაგობის, ღალატის და სისასტიკის 200 წელი რომ არ იყოს, ათასობით ქართველის მკვლელები რომ არ იყვნენ მაშინ კი, ალბათ.
და კიდევ, რაო-რაო რუსო? მაგათზე იკეთესი თუ არა ნაკლები ძიუდოისტები არც ჩვენ გვყავსო? კაი ერთი, თავი იაპონელები ხომ არ გგონიათ შემთხვევით?
არტ
02 დეკემბერი 2021 09:25
8
ყველა გამოხმაურება

სიახლეები პოპულარული