ჭიდაობა

ძიუდო

"ბოლო ამოსუნთქვამდე იბრძვიან" - რუსი ძიუდოისტებისთვის ქართველები სამაგალითონი არიან

AutoSharing Option
რუსეთის ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა ვასილი ანისიმოვმა "რია ნოვოსტის" განუცხადა, რომ პარიზის 2024 წლის ოლიმპიადაზე ისტორიაში საუკეთესო შედეგის მიღწევისათვის იქნებიან განწყობილი და მაგალითი ქართველებისგან აქვთ ასაღები:

"რუსეთის ნაკრების ძიუდოისტებმა 2012 წელს ლონდონის ოლიმპიადაზე სამი ყველაზე მაღალი სინჯის მედალი მოიპოვეს, ერთი ვერცხლის და ერთი ბრინჯაოსი. ოთხი წლის შემდეგ რიო-დე-ჟანეიროს თამაშებზე გუნდმა ორი ოქრო და ერთი ბრინჯაო მოიგო, ხოლო 2020 წელს ტოკიოში - სამი ბრინჯაო.

"ჩვენ ყველაფერ შესაძლებელს გავაკეთებთ, რათა 2024 წელს პარიზის ოლიმპიადაზე ისტორიაში საუკეთესო შედეგს მივაღწიოთ. ძალიან გვინდა, 2012 წელს ლონდონის
ოლიმპიადაზე მიღწეული შედეგი გავიმეოროთ. როდესაც შენ რაღაცისკენ მიისწრაფვი, ამას მიაღწევ.

Sportall.Ge

ძალიან მნიშვნელოვანია ფსიქოლოგიური ფაქტორი, ჩვენს სპორტსმენებს თვალებში ცეცხლი უნდა ენთოთ. ამ მხრივ სამაგალითო საქართველოს ნაკრებია. ეს გუნდი ფინანსების მხრივ ძალიან უზრუნველყოფილი არაა, მაგრამ ისინი იწვიან, გადიან და გამარჯვებისთვის ბოლო ამოსუნთქვამდე იბრძვიან. სანამ არის შესაძლებლობა, სპორტსმენი იბრძოლებს. ჩვენი ბიჭები, მე ვთვლი, უარესები არ არიან, არამედ უკეთესებიც კი და შევეცდებით, ისე გავაკეთოთ, რომ მათ თვალებში ნაპერწკალი დავინახოთ".

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებმა უფაში ჩატარებული ძიუდოში ევროპის გუნდური ჩემპიონატი მოიგო, რუსეთი კი მესამე ადგილზე გავიდა.