ჭიდაობა

ძიუდო

ვერცხლის მედალი ანტალიიდან - ჩხვიმიანი ფინალში დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
ანტალიაში (თურქეთი) ძიუდოს მორიგი ტურნირი გაიმართა.

პირველ დღეს ქართველთა მხრიდან ტატამზე ლუხუმ ჩხვიმიანი (-60 კგ), ჯაბა პაპინაშვილი (-60 კგ) და ეთერ ლიპარტელიანი (-57 კგ) ვიხილეთ.

ლუხუმ ჩხვიმიანმა ვერცხლის მედალი მოიპოვა. ქართველმა ძიუდოისტმა დავიდ სტარკელის (სლოვენია), ბაიურჟან ნარბაიევის (ყაზახეთი), სავა კარაზიდისისა (საბერძნეთი) და ფრანსისკო გარიგოსის (ესპანეთი) ბარიერი გაიარა, ფინალში კი ტაიპეელ იუნ იანგისთან ვაზარით დამარცხდა.

ჯაბა პაპინაშვილმა მესამე ადგილისთვის დაპირისპირება დიშოდბეკ ბარათოვთან (უზბეკეთი) დათმო და მე-5 ადგილზე გავიდა. რაც შეეხება ჩვენებურის განვლილ გზას, ნახევარფინალამდე ჯაბამ დანიელ ლოიტგები (ავსტრია), ხაუმე
რიკო ბერნაბეუ (ესპანეთი) და როდრიგო კოშტა (პორტუგალია) დაამარცხა, ნახევარფინალში კი მომავალ ჩემპიონ იუნ იანგისთან (ტაიპი) დამარცხა და რეპეშაჟში გადაინაცვლა.

რაც შეეხება ეთერ ლიპარტელიანს, მეორე წრეში თურქი აისე ნურ ტუნჩას დამარცხების შემდეგ ჯესიკა ლიმასთან (ბრაზილია) დამარცხდა და ფინალურ ბლოკში გასვლა ვერ მოახერხა.