ლუკა მაისურაძე ევროპის ჩემპიონი გახდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში ძიუდოში ევროპის ჩემპიონატის დასკვნით დღეს ლუკა მაისურაძე (90 კგ) ჩემპიონი გახდა.

მაისურაძემ ერთმანეთის მიყოლებით ესტონელი კლენ კალიულანდი, სლოვაკი პეტერ ჟილკა, რუმინელი ალექს კრეტი, უნგრელი კრისტიან ტოტი და სერბი  დარკო ბრასნიოვიჩი დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა.

ბრინჯაოსთვის გურამ თუშიშვილი (+100კგ) იჭიდავებს, ხოლო ვარლამ ლიპარტელიანი (100 კგ), ილია სულამანიძე (100 კგ) და სოფიო სომხიშვილი (78 კგ) მედლის გარეშე დარჩნენ.

შეგახსენებთ, ტურნირზე ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) ჩემპიონი გახდა, ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ) კი ბრინჯაოს დაეუფლა.



მკითხველის კომენტარები / 8 /
გილოცავ! მაგარი კაცი ხარ ასახელე სამშობლო და ოჯახი გაიხარე უფალი გფარავდეს
კახა
01 მაისი 2022 22:50
0
რამხელა კონკურენცია ამ წონაში ბექაური ღვიანიშვილი
Soso
01 მაისი 2022 22:30
0
90 კგ ჩვენი წონაა აგერ უკვე 45 წელია, ხუბულურის შემდეგ არაფერი შეცვლილა. ბრავო ლუკინო...
02 მაისი 2022 13:25
0
ტატოს შედეგი კანონზომიერია, ლუკამ სასიამოვნო სიურპრიზი გაგვიკეთა, დანარჩენებმა კი უსიამოვნო. გმირობას კი მსოფლიოზე ველოდები.
ჟორა გაბრიჭიძე
01 მაისი 2022 20:31
1
საწყენია, მე ბრასნიოვიჩს ვგულშემატკივრობდი.. :(
ნოვაკ ჯოკოვიჩი
01 მაისი 2022 19:35
15
მონსტრი, გენაზვალე
romani
01 მაისი 2022 19:01
0
ვულოცავ ტატოს და ლუკას, ბრწყინვალე თაობა მოდის!
მინდია
01 მაისი 2022 18:12
1
ტატო სასწაული ტალანტია. ტატოს შეუძლია ლეგენდა გახდეს, მაგრამ ლეგენდობისთვის მხოლოდ ტალანტი არ კმარა. იმედია მოახერხებს ნიჭის მეტ-ნაკლებად სრულად რეალიზებას. ლუკა, ყოჩაღ!!
odala
01 მაისი 2022 19:14
0

სიახლეები პოპულარული