ჭიდაობა

ძიუდო

თუშიშვილის შემდეგ, თბილისის გრანდ-სლემს მაისურაძეც დააკლდება

AutoSharing Option
თბილისის გრანდ-სლემზე იაპონელი ჰარასავას ჩამოსვლასა და მისი გურამ თუშიშვილთან (+100) შესაძლო დაპირისპირებაზე გულშემატკივრები ბევრს საუბრობდნენ, თუმცა საქართველოს დედაქალაქში "თუში" ვერ იასპარეზებს - მას წელის ტრავმა აწუხებს.

სამწუხაროდ, ბრმა ნაწლავის ოპერაცია დასჭირდა და ტურნირს გამოტოვებს ლუკა მაისურაძე (-90). ამავე წონაში, სამწუხაროდ, ისევ ვერ მომჯობინდა ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური. სიას ბექა ღვინიაშვილი დაემატა.

შეგახსენებთ, ტურნირი თბილისში 3-5 ივნისს გაიმართება. ლაშა გუჯეჯიანის გუნდი მასში 28 ვაჟითა და 10 ქალით იასპარეზებს. ჩვენი საბოლოო შემადგენლობა ასეთია:

ვაჟები

60 კგ. ლუხუმ ჩხვიმიანი, ჯაბა პაპინაშვილი, თემურ ნოზაძე,
გიორგი სარდალაშვილი

66 კგ. ვაჟა მარგველაშვილი, გიორგი თუთაშვილი, ლაშა ნადირაძე, საბა კაპანაძე

73 კგ. ლაშა შავდათუაშვილი, გიორგი ტერაშვილი, გიორგი ჩიხელიძე, ფრიდონ გიგანი

81 კგ. ტატო გრიგალაშვილი, ლევან გუგავა, გიორგი შერაზადიშვილი, დიმიტრი გოჩილაიძე

90 კგ. ბექა ღვინიაშვილი, უშანგი მარგიანი, გიორგი პაპუნაშვილი, იმედა გოგოლაძე

100 კგ. ილია სულამანიძე, ონისე სანებლიძე, გიორგი ბერიაშვილი, ომარ საური

+100 კგ. ლევან მატიაშვილი, გელა ზაალიშვილი, გიორგი ქავთარაძე, ონისე ბუღაძე

ქალები

48 კგ. ნატალია ყიფშიძე

52 კგ. მარი მახარაშვილი

57 კგ. ეთერ ლიპარტელიანი, გვანცა მჭედლიშვილი, ნინო წიკლაური

63 კგ. რეგინა უთნელიშვილი, მარიამ ციხელაშვილი

70 კგ. ინდირა სილაგაძე

78 კგ. მარიამ ჭანტურია

+78 კგ. სოფიო სომხიშვილი

წყარო: IJF

altთუშიშვილი VS ჰარასავა - ოფიციალურად, იაპონელები თბილისში მოდიან

altქართველი ძიუდოისტების შემადგენლობა თბილისის გრანდ-სლემზე