ჭიდაობა

ძიუდო

ჩხვიმიანი ფინალშია, ნოზაძე ბრინჯაოს შეუტევს [VIDEO]

AutoSharing Option
დღეს, 8 ივლისს, უნგრეთის გრანდ-სლემი დაიწყო.

პირველ დღეს მედლისთვის 3 ქართველი 2 წონით კატეგორიაში წარდგა: 

- 60 კგ - თემურ ნოზაძე, ლუხუმ ჩხვიმიანი

- 66 კგ - ვაჟა მარგველაშვილი

- 60 კგ წონით კატეგორიაში ორივე ქართველმა კარგად იასპარეზა. სამივე ქართველი მესამე წრიდან ჩაერთო. 

ლუხუმ ჩხვიმიანმა ფინალის გზაზე ებრაელი ლიოვ რაფაელოვი, მოლდოველი ალექსანდრუ ტირსინა, იტალიელი ანჯელო პანტანო და ყაზახი ბაურჟან ნარბაიევი დაამარცხა.

იმავე წონაში თემურ ნოზაძე ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს. მესამე ადგილისთვის ჭიდაობამდე ქართველმა ძიუდოისტმა ბრიტანელი დილან მონრო და ჩეხი
დავიდ პულკრაბეკის ბარიერი გადალახა, მეოთხედფინალში ყაზახ ბაურჟან ნარბაიევთან დამარცხდა, რის გამოც რეპეშაჟში გადაერთო, სადაც იტალიელი ანჟელო პანტანოს ბარიერი გადალახა და მესამე ადგილისთვის მონღოლელ სუმიაბაზარ ენხტაივანს დაუპირისპირდება.


- 66 კგ წონით კატეგორიაში ვაჟა მარგველაშვილი უმედლოდ დარჩა. ოლიმპიური თამაშების მოქმედმა ვიცე-ჩემპიონმა პოლონელი პატრიკ ვავრზიჩეკისა და ფრანგი ორლანდო კაზორლას ბარიერის გადალახვის შემდეგ, მეოთხედფინალში ჯერ უზბეკ რახიმჯობ სუბომოვთან წააგო, რეპეშაჟში კი ებრაელ ტალ ფლიკერთან დამარცხდა.