ლიპარტელიანის ვერცხლი და ღვინიაშვილის ბრინჯაო ბუდაპეშტის გრანდ სლემზე [VIDEO]

AutoSharing Option
ბუდაპეშტის გრანდ სლემზე ვარლამ ლიპარტელიანმა (100 კგ) ვერცხლის, ბექა ღვინიაშვილმა (90 კგ) კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ლიპარტელიანმა გადამწყვეტ ბრძოლამდე სერბ დოიან დოსენს, გერმანელ კარლ-რიხარდ ფრაის, ბრაზილიელ რაფაელ ბუზაჩარინის და დანიელ მატიას მადსენს სძლია, ფინალში კი იაპონელ კენტარო იდასთან ვაზარით დამარცხდა.

ღვინიაშვილმა სერბი მიხაილო ჩირიჩი, ტაჯიკი მახონგირ მაჯიდოვი და ამერიკელი ჯონ ჯაინი დაამარცხა, ნახევარფინალი იაპონელ სანშირო მურაოსთან დათმო, ხოლო ბრინჯაოსთვის უნგრელ გერგელ ნერპელის იპონით მოუგო.

სამწუხაროდ, მედლის გარეშე დარჩა გელა ზაალიშვილი (+100
კგ). მან ერიკ აბრამოვი (გერმანია) და მარტი პუუმალაინენი (ფინეთი) დაამარცხა, ნახევარფინალი ლეგენდრულ ტედი რინენთან (საფრანგეთი) წააგო, ხოლო ბრინჯაოსთვის ბრძოლაში მაგომედომარ მაგომედომაროვთან (არაბთა გაერთიანებული საამიროები) იპონით დამარცხდა.

მკითხველის კომენტარები / 7 /
ბიჭებო-ოქრო გვინდა, ოქრო, მინიმუმ 3 ყოველ საერთაშორისო ტურნირზე,
და ბოლო-ბოლო- შეიმუშავეთ იაპონელების წინააღმდეგ რაღაც მეთოდი-სტრატეგია,
ხომ ვხედავთ შეგვისწავლეს და მზად არიან ჩვენთან ყველა შეხვედრა მოგვიგონ და ბოლო 3-4 წელია ახერხებენ კიდეც, სპეციალური მომზადება გვჭირდებ მათ წინააღმდეგ, სპეციალური,
თუ სისწრაფეში გვჯობნიან-ფიზიკაში მაგრად უნდა დავჩაგროთ, ან...
აქაც-ღვინიაშვილი თითქოს მაგრად მომზადებული იყო- ფსიქიკურად, მენტალურად,მაგრამ-ბოლოს სულს ვერ ითქამდა, როცა იაპონელი თავისუფლად სუნთქავდა და კიდევ 5 წუთსაც თავისუფლად იჭიდავებდა(!)
ბიჭები- მთელი მწვრთნელობა-გუნდი დაფიქრდით სპევ-ლური მოზადებისათვის- განსაკუთრებით იაპონელების წინააღმდეგ და ჩართეთ სპეციალისტები !
კახაბერი
11 ივლისი 2022 14:37
0
ლიპო მსოფლიოს ოქროსთვის დაბრუნდა, ასე რომ ეს სლემები მსოფლიოსთვის სამზადისს ემსახურება.
ჟორა გაბრიჭიძე
11 ივლისი 2022 10:55
0
იუდა :))))
ალექსა
11 ივლისი 2022 08:01
1
დაბრუნდა ,ვერცხლოსანი ოქროს კაცია.ბრავო.
ჯუჯი
11 ივლისი 2022 07:13
0
ლიპოზე მეტი ვერცხლი აქვს ვინმეს მოგებუკი მთლიანად ძიუდოში ეგეც საინტეტესო იქნება იმდენი ვერცხლი დააგროვა ოქროს ფასი აქვს
ემიგრანტი
11 ივლისი 2022 00:15
0
ვამბობთ ლიპარტელიანს, ვგულისხმობთ ვერცხლს!
klimenti
10 ივლისი 2022 23:47
2
ეეჰ, რას იზავ, სამწუხარო რეალობაა...
აჩი
11 ივლისი 2022 00:26
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული