ზურაბ კახაბრიშვილმა ტუნისელი ძიუდოისტი გოგონა სიკვდილს გადაარჩინა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ზურაბ კახაბრიშვილმა ტუნისელი ძიუდოისტი გოგონა სიკვდილს გადაარჩინა

შემთხვევა სულ ახლახანს, ეკვადორის ქალაქ გუაიაქუილში მოხდა, სადაც, იუნიორ ძიუდოისტებს შორის, მსოფლიო ჩემპიონატი ტარდება.

ტუნისელმა ძიუდოისტმა გონება მას შემდეგ დაკარგა, რაც მას მეტოქემ გდება გაუკეთა. მსაჯმა, მცირე პაუზის შემდეგ, სამედიცინო პერსონალს მოუხმო, რომელიც, კადრებიდანაც ჩანს, რომ სიტუაციაში ვერ გაერკვა. სპორტსმენთან სწრაფად მიირბინა ზურაბ კახაბრიშვილმა და მას ხელოვნური სუნთქვა და გულის მასაჟი ჩაუტარა და სიკვდილს გადაარჩინა.

წყარო: Georgian Sports Medicine Association
მკითხველის კომენტარები / 10 /
არ გეწყინოთ არავის, მაგრამ გულის მასაჟი ასე არ კეთდება. არც იყო საჭირო, ეს ჩვეულებრივი კოლაფსი იყო, რომელსაც ერთი კარგად შემოლაწუნებაც შველის.
doctor
12 აგვისტო 2022 11:06
0
როგორც ყოველთვის ბნ. ზურაბი ყველგანაა სადაც დახმარებაა საჭირო, ბრავო!
***
11 აგვისტო 2022 17:21
1
მომიტევეთ, მაგრამ ტექსტის ავტორი ცოტათი ალამაზებს და ადრამატიზებს რეალობას. ამ სიტუაციაში არც გულის მასაჟის და არც ხელოვნური სუნთქვის აუცილებლობა არ იყო, რომელიც ტარდება კრიტიკულ შემთხვევაში, როდესაც პაციენტი არ შემოდის კონტაქტაქტში, არ აქვს პულსი და არ სუნთქავს.(არცერთი არ აღინიშნება ამ კადრებიდან). სპორტსმენი არის შეუძლოდ, კონტაქტურია, კუნთების ტონუსი აქვს. წარმატებები.
Chitovichi
11 აგვისტო 2022 16:07
6
Oქრო კაცი
!!!
11 აგვისტო 2022 14:46
0
მადლობა ბატონ ზურაბს, მარა ერთი იმ ფინელს შეხედეთ ზედაც არ მიხედა მეტოქეს წარბი არ შეუხრია ისე გაუყვა თავის გზას რა ხალხიასაერთოდ.. ქართველი მაგას არ იკადრებდა, გვერდიდან არ მოსცილდებოდა..
შალვა
11 აგვისტო 2022 13:24
0
ბატონ ზურაბისთანა ქართველები უქმნიან ჩვენს ქვეყანას დადებით იმიჯს მთელს მსოფლიოში. ეს გოგონა მთელი თავისი ახლობლებით მთელი ცხოვრება მადლიერი იქნება მისი!

მადლობა, ბატონო ზურაბ!
თამაზი
11 აგვისტო 2022 12:42
1
მაგარი რთული წუთები იყო... მაგარი კაცი ხარ ზურა უცებ გაერკვიე სიტუაციაში... უცებ გამახსენდა ერიქსინის მომენტი
კახა
11 აგვისტო 2022 12:38
2
ექიმები გმირები ხართ ყველა!
Semi
11 აგვისტო 2022 12:38
2
მაგარი რთული წუთები იყო... თუნდაც გავიხსენოთ ერიქსენის მომენტი...მაგარი კაცი ხარ ზურა რო გაერკვიე სიტუაციაში
კახა
11 აგვისტო 2022 12:36
2
მაგარი კაცი ხარ
baggio
11 აგვისტო 2022 11:20
0

სიახლეები პოპულარული