ჭიდაობა

ძიუდო

კაპიტანი უმედლოდ დარჩა - ლიპარტელიანმა მალევე წააგო, სულამანიძე რეპეშაჟშია

AutoSharing Option
ტაშკენტში ძიუდოში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის მე-6 საასპარეზო დღეს ტატამზე ორი ქართველი სპორტსმენი, ვარლამ ლიპარტელიანი და ილია სულამანიძე ვიხილეთ.

პირველი მათგანი, რომელიც ამავდროულად საქართველოს ნაკრების კაპიტანიც გახლავთ, უმედლოდ დარჩა.

"ლიპო" საწყის რაუნდში ისვენებდა, მეორე წრეში ესტონელი გრიგორი მინასკინი იპონით კი დაამარცხა, მაგრამ მერვედფინალში უზბეკ მუზაფარბეკ ტურობოიევთან წააგო და ტურნირს გამოეთიშა.

რეპეშაჟშია 100 კგ-ში მოასპარეზე ილია სულამანიძე. ის მეოთხედფინალში კანადელ კაილ რეიესსთან დამარცხდა, იქამდე კი გერმანელ დანიელ ჰერბსტსა და თურქ მერტ სისმანლარს სძლია. რეპეშაჟში სულამანიძის მეტოქე მოქმედი მსოფლიოს ჩემპიონი, პორტუგალიელი ჟორჟე ფონსეკა
იქნება.