ჭიდაობა

ძიუდო

იაპონიის გრან-სლემზე მონაწილე ქართველი ძიუდოისტების შემადგენლობა ცნობილია

AutoSharing Option
3-4 დეკემბერს, იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში ძიუდოს მორიგი მასტერსი გაიმართება.

მასპინძელთა გუნდის შემადგენლობის დასახელების შემდეგ ქართველებს დიდი იმედი გვქონდა, რომ საქართველოს ნაკრები უძლიერესი შემადგენლობით გაემგზავრებოდა, თუმცა მოლოდინი არ გამართლდა.

ლაშა გუჯეჯიანის გადაწყვეტილებით, ტოკიოს მასტერსზე მონაწილეობას 5 ქართველი ძიუდოისტი მიიღებს, აქედან მამაკაცთა თანრიგში მხოლოდ მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური (-90კგ) იჭიდავებს.

ლაშას გარდა, საქართველოს სახელს დაიცავენ:

-57 კგ - ეთერ ლიპარტელიანი, ნინო ლოლაძე

-63 კგ - ეთერ ასკილაშვილი

-70 კგ - ნინო გულბანი

+ 78 კგ - სოფიო სომხიშვილი