იერუსალიმის მასტერსზე სულამანიძემ ოქროს, მაისურაძემ კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
იერუსალიმის მასტერსზე ილია სულამანიძემ (100 კგ) ფინალში ნიდერლანდელ სიმეონ კატარინას დამატებით დროში გაფრთხილებებით სძლია და ოქროს მედალს დაეუფლა.

21 წლის სულამანიძემ ფინალამდე საერთო ჯამში 16 წუთში შომბორ ვეგი (უნგრეთი), ელმარ გასიმოვი (აზერბაიჯანი),  პეტერ პალჩიკი (ისრაელი) და ჯაფარ კოცოევი (არაბეთის გაერთიანებული საემიროები) დაამარცხა.

90 კგ-მდე წონით კატეგორიაში მესამე ადგილისთვის ბრძოლაში მაისურაძემ უზბეკ დავლათ ბობონოვს სძლია, ხოლო ბექა ღვინიაშვილი ბრაზილიელ რაფაელ მასედოსთან დამარცხდა.

გუშინ ტურნირზე ოქროს მედლის მფლობელი ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) გახდა.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ილია მგონი საკუთარი შესაძლებლობების სრულად გამოვლენას იწყებს ნელნელა. ეს ერთი და სხვა მრავალი, გაცილებით დიდი გამარჯვებები!
ალექს
20:48 22-12-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული