ჭიდაობა

ძიუდო

ჭრიკიშვილი ბრუნდება - საქართველო ალმადაში 13 ძიუდოისტით წარდგება

AutoSharing Option
27-29 იანვარს ძიუდოში წლის პირველი შეჯიბრება პორტუგალიის ქალაქ ალმადაში გაიმართება.

თავდაპირველი ინფორმაციით, საქართველოს სახელით ჯამში 6 ძიუდოისტი უნდა გამოსულიყო, თუმცა ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ლაშა გუჯეჯიანის გადაწყვეტილებით, შეჯიბრებაზე 13 სპორტსმენს ვიხილავთ.

2021 წლის შემდეგ პირველად (უნგრეთში გუნდურ შეჯიბრებაზე იჭიდავა), მსოფლიოსა და ევროპის 3-გზის ჩემპიონი, 31 წლის ავთანდილ ჭრიკიშვილი, დიდ ტურნირზე იასპარეზებს.

ამ დროისთვის ცნობილია, რომ ალმადაში 78 ქვეყნის 531 ძიუდოისტია დარეგისტრირებული.

შარშან საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიაში ერთადერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა (გიორგი ბერიაშვილი).

შემადგენლობა:

-60 კგ - გიორგი სარდალაშვილი, ნიკა ხუზაურაშვილი

-66 კგ - გიორგი თუთაშვილი, იპოლიტე აქუბარდია

-73 კგ - გიორგი ჩიხელიძე, ლუკა კაპანაძე

-81 კგ - ზაურ დვალაშვილი

-90 კგ - ნიკა ხარაზიშვილი, ავთანდილ ჭრიკიშვილი

-100 კგ - ილია სულამანიძე, ერეკლე ბაზიერიშვილი

+100 კგ - საბა ინანეიშვილი, ლევან მატიაშვილი

წყარო: ჯუდოს დღიურები და SPORT NEWS