პორტუგალიის გრან პრიზე ბოლო საშეჯიბრო დღეს ილია სულამანიძე (100 კგ) ოქროს მედალს დაეუფლა.
სულამანიძემ ფინალამდე დიოგო ბრიტესი (პორტუგალია), ლაორინ ბოლერი (ავსტრია), ანტონ სავიცკი (უკრაინა) და ლუკაშ კრპალეკი (ჩეხეთი) დაამარცხა, ხოლო გადამწყვეტ ბრძოლაში დოტა რაიას (იაპონია) იპონით სძლია.
დღეს ფინალში საბა ინანეიშვილი (+100 კგ) მინ ჯომ კიმს (სამხრეთ კორეა) შეხვდება.