სულამანიძემ იაპონელ მეტოქეს იპონით სძლია და პორტუგალიის გრან პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
პორტუგალიის გრან პრიზე ბოლო საშეჯიბრო დღეს ილია სულამანიძე (100 კგ) ოქროს მედალს დაეუფლა.

სულამანიძემ ფინალამდე დიოგო ბრიტესი (პორტუგალია), ლაორინ ბოლერი (ავსტრია), ანტონ სავიცკი (უკრაინა) და ლუკაშ კრპალეკი (ჩეხეთი) დაამარცხა, ხოლო გადამწყვეტ ბრძოლაში დოტა რაიას (იაპონია) იპონით სძლია.

დღეს ფინალში საბა ინანეიშვილი (+100 კგ) მინ ჯომ კიმს (სამხრეთ კორეა) შეხვდება.

მკითხველის კომენტარები / 10 /
ჯიბილო ნიჟარაძე და გივი ონაშვილი რომ ჭიდაობდნენ ძიუდოს იმ დროიდან ვუყურებ, ჩოჩიშვილის კისრულიც კარგად მახსოვს, მაგრამ დღეს ამ ფინალში სულამანიძემ რაც ჩაუტარა იაპონელს მაგარი საკვირველება იყო! ყოჩაღ ილია, ღმერთმა დაგლოცოს, წინ ბევრი გამარჯვებები გელის! მაგარი ხარ!
aburjga
00:24 30-01-2023
0
ყოჩაღ, წარმატებები!
რატი
23:36 29-01-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული