მარგველაშვილმა ფინალში აზერბაიჯანელ ორხან საფაროვს იპონით სძლია.
გადამწყვეტ ბრძოლამდე მარგველაშვილმა იტალიელი ფაბიო ბასილე, გერმანელი ლენარტ სლამბერგერი, ბულგარელი იანისლავ გერჩევი და ესპანელი ალბერტო მარტინ გაიტერო დაამარცხა.
ნადირაძემ გერმანელ მარტინ სეტცს, ეკვადორელ ლენინ პრესიადოს, მასპინძელ ბარუხ შმაილოვს სძლია, ნახევარფინალი საფაროვთან წააგო, ხოლო ბრინჯაოს მედლისთვის ათწუთიან ბრძოლაში ისრაელის წარმომადგენლის, ტალ ფლიკერის ძლევა მოახერხა.
სამწუხაროდ, მედლის გარეშე დარჩა ლუხუმ
ჩხვიმიანი (60 კგ).
ხვალ თელ-ავივის ტატამზე სამი ქართველი ძიუდოისტი გავა.
განსაკუთრებით ნადირაძემ რომ არ დათმო ებრაელთან, მათ კედლებში, მიუხედავად მსაჯების და დარბაზის ზეწოლისა ძალამ აღმართი მოხნა!