მარგველაშვილის ოქრო და ნადირაძის ბრინჯაო თელ-ავივის გრან-სლემზე [VIDEO]

AutoSharing Option
თელ-ავივის გრან-სლემზე პირველ საშეჯიბრო დღეს 66 წონით კატეგორიაში ვაჟა მარგველაშვილმა ოქროს, ლაშა ნადირაძემ კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

მარგველაშვილმა ფინალში აზერბაიჯანელ ორხან საფაროვს იპონით სძლია.

გადამწყვეტ ბრძოლამდე მარგველაშვილმა იტალიელი ფაბიო ბასილე, გერმანელი ლენარტ სლამბერგერი, ბულგარელი იანისლავ გერჩევი და ესპანელი ალბერტო მარტინ გაიტერო დაამარცხა.

ნადირაძემ გერმანელ მარტინ სეტცს, ეკვადორელ ლენინ პრესიადოს, მასპინძელ ბარუხ შმაილოვს სძლია, ნახევარფინალი საფაროვთან წააგო, ხოლო ბრინჯაოს მედლისთვის ათწუთიან ბრძოლაში ისრაელის წარმომადგენლის, ტალ ფლიკერის ძლევა მოახერხა.

სამწუხაროდ, მედლის გარეშე დარჩა ლუხუმ
ჩხვიმიანი (60 კგ).

ხვალ თელ-ავივის ტატამზე სამი ქართველი ძიუდოისტი გავა.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თქვენ გენაცვალეთ ბიჭებო!
განსაკუთრებით ნადირაძემ რომ არ დათმო ებრაელთან, მათ კედლებში, მიუხედავად მსაჯების და დარბაზის ზეწოლისა ძალამ აღმართი მოხნა!
ლაშა
21:38 16-02-2023
0
ძალიან გამეხარდა! ღმერთმა დაგლოცოს ვაჟა! ძალიან მაგარ ფორმაშია! ილეთების მთელი კასკადი შეასრულა! ნეტა ახლა მსოფლიოს ჩემპიონატი ყოფილიყო, უეჭველი გაიმარჯვებდა!
aburjga
21:53 16-02-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული