ტაშკენტის გრან-სლემი: ლიპარტელიანმა ვერცხლის მედალი მოიპოვა - ჩხვიმიანი მედლის გარეშე დარჩა

AutoSharing Option
ტაშკენტში ძიუდოში გრან-სლემის პირველ საშეჯიბრო დღეს ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ) ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა, ლუხუმ ჩხვიმიანი (60 კგ) კი ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში დამარცხდა.

ლიპარტელიანმა ასპარეზობა მეორე წრიდან დაიწყო და უზბეკი შუკურჯუნ ამინოვა, ბრაზილიელი ჯესიკა ლიმა და ტაივანელი ლაინ ჩენ ლინი დაამარცხა, ხოლო ფინალი იაპონელ მომო ტამაოკისთან იპონით წააგო.

ჩხვიმიანმა გამოსვლა მეორე წრიდან დაიწყო, გერმანელ მაქსიმილიან სტანდკეს და ფრანგ რომარიკ ბუდას სძლია, ნახევარფინალი ნურკანატ სერიკბაევთან დათმო, ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში კი აზერბაიჯანელ აჰმად იუსუფოვთან აკრძალული ილეთის გამო დამარცხდა.

სამწუხაროდ, მედლის გარეშე დარჩა
ამირან დარბაისელი (60 კგ).

მკითხველის კომენტარები / 3 /
ლიპარტელიანები სულ ვერცხლზე რატო ჩერდებიან ძიუდოში?
ვულოცავ და ოქროს ვუსურვებ მომავალში.
G.LA
03 მარტი 2023 20:19
0
ადრე ხერგიანი. რა სულ მეორეობა დაგჩემდათ ერის საამაყო სვანებო?!
ლაშა
03 მარტი 2023 23:28
0
ეთერ ლიპარტელიანის,იაპონელმა მეტოქემ,ჯერ ხელის წართმევა სცადა,თუმცა შემდეგ შებოჭვაზე გადავიდა და გამოუვიდა კიდეც.ეთერს,რომ წამოდგა,ხელი სისხლში ჰქონდა,ამოსვრილი.შესაძლოა ამანაც განაპირობა,მისი შებოჭვა.ჩხვიმიანმა კი,ცალი ხელით გაუკეთა გდება და ბოლოსკენ გდების უკუმიმართულებით შეცვლით,თითქოს ვაზარიც აიღო,მაგრამ მსაჯებმა სახიფათო გდებად ჩაუთვალეს.საწყისი ფაზა,მართლაც სახიფათოდ ჩანდა,მაგრამ ბოლოს მიმართულება შეატრიალა და შესაძლოა გდება ჩასათვლელიც იყო.ფაქტია,რომ მსაჯებმა ასე ჩათვალეს.რაღაც ძალიან ხშირად ვყვებით დისკვალიფიკაციაზე და ამაზე ახლავე უნდა იზრუნონ,მწვრთნელებმა.
სოსო
03 მარტი 2023 18:54
0

სიახლეები პოპულარული