ჭიდაობა

ძიუდო

ტაშკენტის გრან-სლემი: ლიპარტელიანმა ვერცხლის მედალი მოიპოვა - ჩხვიმიანი მედლის გარეშე დარჩა

AutoSharing Option
ტაშკენტში ძიუდოში გრან-სლემის პირველ საშეჯიბრო დღეს ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ) ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა, ლუხუმ ჩხვიმიანი (60 კგ) კი ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში დამარცხდა.

ლიპარტელიანმა ასპარეზობა მეორე წრიდან დაიწყო და უზბეკი შუკურჯუნ ამინოვა, ბრაზილიელი ჯესიკა ლიმა და ტაივანელი ლაინ ჩენ ლინი დაამარცხა, ხოლო ფინალი იაპონელ მომო ტამაოკისთან იპონით წააგო.

ჩხვიმიანმა გამოსვლა მეორე წრიდან დაიწყო, გერმანელ მაქსიმილიან სტანდკეს და ფრანგ რომარიკ ბუდას სძლია, ნახევარფინალი ნურკანატ სერიკბაევთან დათმო, ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში კი აზერბაიჯანელ აჰმად იუსუფოვთან აკრძალული ილეთის გამო დამარცხდა.

სამწუხაროდ, მედლის გარეშე დარჩა
ამირან დარბაისელი (60 კგ).