სულამანიძე მესამე ადგილისთვის იჭიდავებს, ლიპარტელიანი ნაადრევად გამოეთიშა

AutoSharing Option
კატარის დედაქალაქ დოჰაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატის მე-6 საჭიდაო დღეს ილია სულამანიძე ფინალურ ბლოკში გავიდა და მესამე ადგილისთვის იჭიდავებს, სადაც აზერბაიჯანელ ზელიმ კოცოევს შეხვდება. ვარლამ ლიპარტელიანი კი ასპარეზობას ნაადრევად გამოეთიშა.

ილიამ პირველი წრე გამოტოვა, შემდეგ მიყოლებით მონღოლი ბათხუიაგ გონშიგსურენი და ხორვატი ზლატკო კუმრიჩი დაამარცხა, მეოთხედფინალში კი რუს არმან ადამიანთან წააგო და რეპეშაჟში გადაერთო, სადაც კანადელ კაილ რეიესს მოუგო.

რაც შეეხება ვარლამს, ილიას მსგავსად პირველი წრე გამოტოვა, შემდეგ რუმინელი ეშლი გონსალესის ბარიერი გადალახა, საბოლოოდ კი ყაზახ ნურლიხან შარხანთან დამარცხდა და კატარი 2023-ს
დაემშვიდობა.

შეგახსენებთ, საქართველოს ძიუდოს ნაკრებს მოპოვებული 2 ოქრო (ტატო გრიგალაშვილი, ლუკა მაისურაძე), ერთი ვერცხლი (ლაშა ბექაური) და 1 ბრინჯაოს (გიორგი სარდალიშვილი) მედალი აქვს.

ფინალური ბლოკი ჩვენი დროით 19:00 საათზე დაიწყება.

მკითხველის კომენტარები / 22 /
ალბათ მოგებით გამოწვეულ ორდღიან ეიფორიაში იყო ჩვენი სამწვრთნელო შტაბი და სათანადოდ ვერ განეწყვნენ დღეს.
ადამიანთან თუ წააგებდა სულამანიძე არ მეგონა, მითუფრო რუსები სატურნირო პრაქტიკას მოკლებულები არიან ორი წელი რამის. ლიპოს მადლობა ყველა მედლისთვის და ალბა დროა მომავალ თაობას დაუთმოს ასპარეზი. წარმატება თ
rable
18:26 12-05-2023
0
ვინმემ გააგებიეთ ლიპარტელიანს რომ დროა პენსიაზე გავიდეს...
მახა
18:10 12-05-2023
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული