თუშიშვილმა გერმანელ ერიკ აბრამოვს, მონღოლ პერენლეიამც უსუხბაიარს, სლოვაკ მარიუს ფიზელსა და ყაზახ იერასილ კაჟიბაიევს სძლია, ხოლო ფინალში აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე უშანგი კოკაური იპონით დაამარცხა.
საბა ინანეიშვილმა მონღოლ ცეცენცენგელ ოდხუს და ყაზახი გალიმჟან კრიბკაის სძლია, შემდეგ უშანგი კოკაურთან დამარცხდა, რეპეშაჟში გერმანელი ლოსენი კონე დაჯაბნა, ბრინჯაოსთვის ბრძოლაში კაჟიბაიევი იპონით დაამარცხა.
100 კილოგრამ წონით კატეგორიაში
სამწუხაროდ, მედლის გარეშე დარჩა მიხეილ ჯაფარიძე, რომელმაც კანადელ კაილი რეისს, ინდოელ სინგ ავტარს და ყაზახ ისლამ ბოზბაევს აჯობა, ნახევარფინალში ესპანეთის სახელით მოასპარეზე ნიკოლოზ შერაზადიშვილთან დამარცხდა, ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლა კი უნგრელ შომბორ ვეგთან დათმო. ფინალი შერაზადაშვილმა კანადელ შადი ელნაჰასს იპონით მოუგო და ჩემპიონი გახდა.
ქართველმა ძიუდოისტებმა თბილისის გრანდ-სლემზე 5 მედალი მოიპოვეს - ოქრო თუშიშვილმა, ლაშა ბექაურმა, ლაშა შავდათუაშვილმა და ეთერ ლიპარტელიანმა, ხოლო ბრინჯაო საბა ინანეიშვილმა.
საქართველოს ნაკრებმა გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი მოიპოვა.
ბექაურმა მეტოქეს 51 წამში სძლია და ოქროს მედალს დაეუფლა [VIDEO]
მე დიდ ბიდიშს მოვიხდი ეთერის და თემურის წინაშე ,რომ მათი სახელების გვერდით მოვიხსენიე ისინი.
გილოცავთ და დიდ ბედნიერებას გისურვებთ .ეჭვიც არ მეპარება ,რომ სამშობლოს თქვენნაირ სახელოვან შვილებს გაუზრდით.
გთხოვთ აარ დამიბლოკოთ.